ახალი საფრთხე ქალი მძღოლებისთვის

ახალი საფრთხე ქალი მძღოლებისთვის

ვინ სძალავს ფულს ქალბატონებს? როგორ დავიცვათ თავი, თაღლითებისგან

რამდენიმე ხნის წინ "ფეისბუკზე" ახალგაზრდა ქალი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თავის მოვალეობად მიაჩნია, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, წინასწარ იცოდნენ, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ და მასავით შარში არ გაებნენ. დახმარება მთხოვა, რომ ეს ონფორმაცია ჩვენი საიტის - გზაპრესს.გე-ს საშუალებით გამევრცელებინა.

საქმე ის გახლავთ, რომ ის არ არის ერთადერთი დაზარალებული და მასავით ბევრი ქალი ცდილობს, სიმართლის დამტკიცებას.

- მოდი, ჯერ მომიყევით, რა საფრთხეზე ლაპარაკობთ?

- დაახლოებით 1 თვის წინ, ვაკეში, ჭავჭავაძის პარალელურ ქუჩაზე მანქანით ვმოძრაობდი. მოგეხსენებათ, დღის საათებში ეს ვიწრო ქუჩები მუდამ გადატვირთულია და თუ მთლად საცობში არ დგახარ, ძალიან ნელა მოძრაობ. გზის მარჯვენა მხარეს პარკინგია და მანქანები ერთმანეთის მიყოლებითაა ჩამწკრივებული. ჰოდა, ასეთი ნელი მოძრაობის დროს უცებ, დაპარკინგებული მანქანის წინა მხრიდან ბავშვი გამოვარდა და ჩემს მანქანას შეუვარდა. უცებ დავამუხრუჭე, მაგრამ შეჯახება მაინც მოხდა. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი, ჩემი დამემართა, ერთიანად ავცახცახდი... ძლივს მოვიბრუნე გული და დაზარალებულის საშველად გადავედი. ამასობაში მას უკვე ახალგაზრდა გოგონა ეხმარებოდა წამოდგომაში. მერე გავიგე, რომ გოგონა მისი და ყოფილა. ხალხი შემოგვეხვია. დაზარალებული 11 წლის ბოშა ბიჭუნა აღმოჩნდა. მის წინ ჩავიმუხლე, თან შველას ვითხოვდი და - სასწრაფოში დარეკეთ-მეთქი, ხალხს ვთხოვდი. ისეთი დაბნეული ვიყავი, ჩემი ტელეფონი არც გამხსენებია. რიოგორც ჩანს, დარეკეს, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანა მალე მივიდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია