როგორ უნდა შევამციროთ ავტომობილის საწვავის ხარჯი

როგორ უნდა შევამციროთ ავტომობილის საწვავის ხარჯი

სპეცილასტი გვიმტკიცებს: 20 პროცენტის დაზოგვა თავისუფლად შესაძლებელია!

იორგ პაულსენი მძიმეწონიანია, მაგრამ როცა საქმე ავტომობილის ეკონომიურად ტარებას ეხება, ეს მუხასავით კაცი ძალიან მოქნილი ხდება. იორგი დასანახად ვერ იტანს ისეთ ტიპებს, რომლებიც საწვავის მაღალ ფასზე წუწუნებენ, მერე კი მანქანას გიჟებივით ატარებენ.

"საწვავის დაზოგვის ჩიპი ავტომობილის ძრავაში კი არა, მძღოლის ყურებს შორისაა ჩადებული, - ასეთია მისი ფილოსოფია, - ვისაც საწვავის დაზოგვა უნდა, თუ მანქანას სწორად მართავს, ხარჯს მინიმუმ 20 პროცენტით თავისუფლად შეამცირებს". პაულუსი ასეთი სურვილით შეპყრობილ მძღოლებს სპეციალურ კურსებს უტარებს და ტრიუკების გაზიარებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა.

დაცალეთ საბარგული

პირველ რიგში გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ - თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება

დაიცავით დისტანცია

დისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება. ვინც დისტანციას იცავს, ქალაქში არაერთხელ მიეცემა იმის შანსი, რომ სიჩქარიდან ამოაგდოს და საწვავი ამითაც დაზოგოს. ასეთი მიდგომა სიჩქარეს არ დაგაკარგვინებთ და საწვავსაც დაგიზოგავთ

როდის აქვს აზრი ძრავის გამორთვას?

თბილისში უკვე წამზომიანი შუქნიშნებია. შესაბამისად, დედაქალაქის ზოგიერთ შუქნიშანთან საწვავის ხარჯის დაზოგვის მიზნით ძრავის გამორთვას აზრი მიეცა. თუ წითლის ხანგრძლივობა მინიმუმ 50-60 წამია, გამორთვას აზრი ნამდვილად აქვს, 10 ან 20-წამიან წითელზე კი - არა, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს. სტარტ-სტოპით აღჭურვილი ავტომობილები ამ საქმეს ავტომატურად აკეთებენ.

გაიგეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია