რას უწინასწარმეტყველებს ამერიკელი ნათელმხილველი რუსეთს

რას უწინასწარმეტყველებს ამერიკელი ნათელმხილველი რუსეთს

ედგარ კეისი, ამერიკელი ნათელმხილველი და მკურნალი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველი გახლდათ. კეისი 26 000-ზე მეტი წინასწარმეტყველების ავტორია. ძირითადად, ის მომავალს ტრანსულ მდგომარეობაში ხედავდა. ყოველი ასეთი შემთხვევა თვითმხილველი ექსპერტებისგან იყო დამოწმებული.

ედგარმა ორი მსოფლიო ომი იწინასწარმეტყველა, დაასახელა მათი დაწყების თარიღები და ეკონომიკური კრიზისი 1929 წელს. მრავალი წინასწარმეტყველება ეხებოდა რუსეთს. კურსკში მან გერმანელების დამარცხება და საბჭოთა კავშირის ომში გამარჯვება იწინასწარმეტყველა. შემდეგ ისიც დასძინა, რომ მალე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. ”მეოცე საუკუნის მიწურულს კომუნიზმი კრახით დასრულდება”, - ამბობდა ნათელმხილველი.

კეისიმ იწინასწარმეტყველა 2010 წელს საბჭოთა კავშირის ხელახლა დაბადება. ექსპერტები თვლიან, რომ შეიძლება ეს რეალობად იქცეს. აღდგენაში მონაწილე პირველი კანდიდატი ბელორუსი იყო, შეიძლება რუსეთი უკრაინის, სომხეთისა და ყირგიზეთისკენაც გაიწიოს.

აგრეთვე კეისიმ იწინასწარმეტყველა ჩინეთის ძალაუფლების ზრდა. მისი წინასწარმეტყველებების მიხედვით, მესამე მსოფლიო ომი არ მოხდება. თუმცა მან ბუნებრივი კატაკლიზმები იწინასწარმეტყველა. 1930 წელს ის გლობალურ დათბობაზე საუბრობდა. მან განაცხადა, რომ ნიუ იორკი, კონეკტიკუტი და სხვა რაიონები გაქრებოდნენ, გაიღვიძებს ვულკანი ჰავაიზე, ხოლო კალიფორნიის სანაპიროს წყალი დაფარავს.

კეისის პროგნოზის თანახმად, კლიმატური და სეისმური კატაკლიზმები მთელ პლანეტას შეეხება, რის გამოც ის შეიცვლება. რუსეთი კი ყველაზე ნაკლებ დაზარალდება და ცივილიზაციის აღორძინების სათავეში ჩადგება. კეისიმ ეს ყველაფერი მეოცე საუკუნის ბოლოსთვის იწინასწარმეტყველა, მაგრამ ზუსტად მხოლოდ გლობალური დათბობა ახდა.

მომზადებულია otvetin.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია