"ტელევიზიას უფრო დაეტყობა უთქვენობა, ვიდრე პირიქით" - ნანუკა ჟორჟოლიანი დიანა ტრაპაიძესა და თეონა გეგელიას

"ტელევიზიას უფრო დაეტყობა უთქვენობა, ვიდრე პირიქით" - ნანუკა ჟორჟოლიანი დიანა ტრაპაიძესა და თეონა გეგელიას

"არ ვიცი რა მოხდა მაესტროში, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ნინო ჟიჟილაშვილს და დიანა ტრაპაიძეს წამოსვლის მიზეზი ექნებოდა. დიანას კარგად ვიცნობ. ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით არასოდეს უსაუბრია ფინანსურ გარიგებებზე და საკუთარ კეთილდღეობაზე. ნინო ჟიჟილაშვილს კიდევ უფრო კარგად და ჩემი მისდამი პატივისცემა მინდა ასე საჯაროდ დავადასტურო დღეს კიდევ ერთხელ. გოგოებო, წარმატებები. მგონია, რომ ტელევიზიას უფრო დაეტყობა უთქვენობა, ვიდრე პირიქით", - ასე ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია "მაესტროდან" დიანა ტრაპაიძისა და თეონა გეგელიას წამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ფინანსური პრობლემებისა და მენეჯმენტთან უთანხმოების გამო ტელეწამყვანები, ახალი ამბების გამოშვების ჟურნალისტები და ოპერატორები ტოვებენ.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება იხილეთ თეგზე #კრიზისი "მაესტროში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია