"შემხვდნენ პაციენტები, რომელთაც თოვლის ბაბუის ისტერიკული შიში აქვთ" - უცნაური ფობიები საქართველოში

"შემხვდნენ პაციენტები, რომელთაც თოვლის ბაბუის ისტერიკული შიში აქვთ" - უცნაური ფობიები საქართველოში

"ქალი, ევფობიით, კარგი ამბის შიშით იტანჯება. როდესაც კარგი რაღაც ხდება, იმის მაგივრად, გამიხარდეს, ცუდად ვხდები, რადგან დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ცუდიც მოხდებაო"

არ ვიცი, როდიდან მაქვს მწერების შიში, მაგრამ დღემდე მახსოვს ჩემი ყველა ემოცია, როდესაც ბუნებაში ყოფნისას ობობა "უწყინრად" ჩამომაჯდებოდა მხარზე... მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამ "უცნაურობას", რასაც მედიცინის ენაზე თურმე ინსექტფობია ჰქვია, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ საყოველთაოდ გავრცელებული ფობიების გარდა, არსებობს ისეთი ფობიებიც, რომლებიც ფსიქოლოგების გაოცებასაც კი იწვევს.

რუსუდან მხეიძე, ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი: - უცნაური ფობიების 1000-ზე მეტი ჩამონათვალი არსებობს. ზოგი ფობია თითქოს სახალისოა, მაგრამ, ეს "სახალისო აკვიატება" სულ თან დასდევს ადამიანს და ცხოვრებას უმწარებს... მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში შემხვდნენ პაციენტები, რომელთაც თოვლის ბაბუის ისტერიკული შიში აქვთ. მნიშვნელობა არა აქვს, თოვლისგან არის გაკეთებული, სათამაშოა, ხელოვნურწვერიანი ადამიანია თუ ნახატი. ზოგიერთი პაციენტი მიყვებოდა, ჩემთვის ტრაგედიაა ზამთარი, რადგან თოვლის ბაბუებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებიო.

ცუდ დღეში არიან იმ პატარების მშობლებიც, რომელთა შვილებსაც ზღაპრის პერსონაჟების დანახვაზე სპაზმი ეწყებათ. ამ დროს ბავშვმა შეიძლება ემოციური შოკი მიიღოს. ეს მოზარდებსაც ემართებათ, მაგრამ პატარებისგან განსხვავებით, მათთვის ემოციების გაკონტროლება ადვილია. ჩემს პაციენტებში აღმოვაჩინე ამერიკაში გავრცელებული ქოულროფობია - ეს ჯამბაზების შიშია. ამ დროს ადამიანს სპაზმი და კანკალი ეწყება, ცივი ოფლი ასხამს და იქაურობას თუ არ გაერიდა, შესაძლოა, შოკში ჩავარდეს.

ჩემს რამდენიმე პაციენტს თეატროფობია სჭირს - თეატრის შიში აქვთ.

თეატრის შენობასთან გავლის დროსაც კი დისკომფორტი აქვთ. ბევრი უჩივის დიკეფობიას, რაც სადილის შიშს ნიშნავს. ეშინიათ, ლუკმა არ გადასცდეთ და არ დაიხრჩონ. გავრცელებულია კიბერეფობიაც - კომპიუტერის შიში; ასევე ნემოფობია - მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტკავშირის გარეშე დარჩენის შიში. ერთი პაციენტი მიყვებოდა, შესაძლოა, დღის განმავლობაში არც კი ვისარგებლო სოციალური ქსელით, მაგრამ შინ მისვლისთანავე ვრთავ კომპიუტერს, თუ ინტერნეტი გათიშულია, ვგიჟდებიო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია