ბავშვის ასაკობრივი კრიზისი - რა მოვუხერხოთ გაჯიუტებულ პატარას

ბავშვის ასაკობრივი კრიზისი - რა მოვუხერხოთ გაჯიუტებულ პატარას

ეს პერიოდი ბევრი დედისთვის ნაცნობია. ერთ დროს მშვიდი და დამჯერი შვილი, რომელიც აქამდე ხელჩაკიდებული დაგყვებოდათ და ყველა თქვენ სურვილს სიხარულით ასრულებდა, დღეს გაბრაზებული ისვრის სათამაშოებს და ქუჩაში ისტერიკებს აწყობს. ეს მოვლენა 3 წლის ასაკის კრიზისით არის ცნობილი, თუმცა ყველა ბავშვს ზუსტად 3 წლის ასაკში არ ეწყება. ხასიათის ცვლილებებმა 2,5 წლიდან ან ბევრად გვიან, 3,5 წლიდან შეიძლება იჩინოს თავი.

კრიზისის ნიშნები

პირველი სიმპტომი გახლავთ სიჯიუტე, გაუგონრობა, ისტერიკები ყველა მიზეზის გამო. ამ პერიოდს ფსიქოლოგებმა შეარქვეს "მე თვითონ".

სპეციალისტების დასკვნით, ამ დრომდე ბავშვს დამოუკიდებელი აზროვნება არ გააჩნია. მხოლოდ ამ დროს იწყებს გარემოზე დაკვირვებას და პირველი დასკვნების გაკეთებას. იწყებს უფროსების ქცევის გამეორებას, პირველ სიტყვებს წარმოთქვამს, სიტყვებს ფრაზები მოჰყვება.

რაც უფრო უახლოვდება ბავშვი 3 წლის ასაკს, მით უფრო ემატება შეგრძნება, რომ თავად გააკეთებს ყველაფერს. ცდილობს თავისი პიროვნული "მე" წარმოაჩინოს.

რაც მთავარია, დარწმუნებულია, რომ თვითონაც ისე კარგად გამოსდის ყველაფერი, როგორც უფროსებს. თუმცა, თუ რამეს გაკეთებას სთხოვთ, ყველაფერს უკუღმა შეგისრულებთ. ერთი სიტყვით, საქმე რთულადაა, თუმცა მოთმინებითა და ხელისშეწყობით დედ-მამას ნამდვილად შეუძლია, ამ პატარა "უზნეოსგან" გულღია და სიცოცხლისმოყვარე ადამიანი გაზარდოს.

კრიზისული პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია. უმრავლეს შემთხვევაში კი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდება. როგორც წესი, 4 წლისთვის ეს ეტაპი გავლილია.

კრიზისის ფსიქოლოგია

რატომ უჩნდებათ ბავშვებს სურვილი, რომ მშობლების წინააღმდეგ წავიდნენ? სპეციალისტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია