საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი პენსიონერია

საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი პენსიონერია

"2030 წლისთვის 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 28%-საც გადააჭარბოს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია"

ქვეყანაში პენსიონერთა რიცხვი ყოველწლიურად და მუდმივად იზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ასაკით პენსიონერთა რიცხვმა 5,6%-ით მოიმატა. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა მთელი მოსახლეობის 15%-ს აჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერის დაბერების პროცესი აქტიურად გრძელდება და თუ შობადობის მიმართულებით სიტუაცია არ გამოსწორდა, უახლოეს 10-15 წელში პენსიონერების წილი 28%-საც გადააჭარბებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 4,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის მონაცემებით კი, ქვეყანაში სულ 694 572 ასაკით პენსიონერია, რაც საერთო მოსახლეობის დაახლოებით 15,4%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ პენსიონერთა რიცხვი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია