"ბავშვი სცემა ოთხი ლარის, "პივის" ფულის გამო... "- სისასტიკე, რომელმაც ქუთაისი შეძრა

"ბავშვი სცემა ოთხი ლარის, "პივის" ფულის გამო... "- სისასტიკე, რომელმაც ქუთაისი შეძრა

ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლა შოკშია,- ამ სკოლის მოსწავლეების ცნობიერებიდან ალბათ სამუდმოდ არ ამოვა მამის სასტიკი საქციელით დამახინჯებული მეორე კლასელი გოგონას სახე. როცა მამისაგან ნაცემმა ბავშვმა დილით საკლასო ოთახის კარი შეაღო, ზოგიერთ თანაკლასელს იმდენად შეეშინდა, რომ ატირდა, მასწავლებელმა კი თავდაპირველად ხმის ამოღება ვერ შეძლო, გაქვავებული ბავშვი გულში ჩაიკრა და მანამდე აცალა, ვიდრე გოგონა ალაპარაკდებოდა. მოგვიანებით ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო და კითხვაზე, თუ რა მოხდა, ასე უპასუხა,- წუხელ მამამ მცემა…

რამდენიმე წუთში სკოლაში სასწრაფოც მოვიდა, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოკვლევებმა თავის ქალაში სისხლის გაჟონვა დააფიქსირა, ხოლო კიდურებზე,- სისხლჩაქცევები. სკოლის დირექტორმა უშანგი ფხაკაძემ პოლიციას მიმართა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელიც უძლურია ბავშვი მამის ძალადობისგან დაიცვას.

უშანგი ფხაკაძე:

- როცა ბავშვის მასწავლებელმა და მანდატურმა მომხდარი მიამბეს და ბავშვიც ვნახე, იმდენად ცუდად გავხდი, მეგონა ინფარქტი მომივიდოდა,- ბავშვს სახეში და საფეთქლებზე ცემისაგან თავი ისე ჰქონდა გასიებული, რომ თავის ქალას სამკუთხედი ფორმა ჰქონდა მიღებული. კიდურებზე დავხედე და დალურჯებული ჰქონდა. კაცი კინაღამ გავგიჟდი; როცა ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა აღარ ჰქონდა, მამამისი მოვიკითხე. მითხრეს,- ისეთი ლოთია, ვერ იპოვნიო. სამაგიეროდ, ბავშვის მამიდას შევხვდი და მითხრა, რომ მისი ძმა არაადეკვატურია და მასაც არაერთხელ გაუსწორდა ფიზიკურად. ამიტომაც ვერ გავჩერდი მასთან ერთად, გავყავით სახლი და მე დედაჩემთან ერთად ვცხოვრობ, ის კი ცოლ-შვილთანო.

- მამამ შვილი ასე არაადამიანურად რატომ სცემა?

- ბავშვი სცემა ოთხი ლარის გამო. როგორც გაირკვა, ბავშვის დედა თურქეთში დადის სამუშაოდ, წინა დღეს კვლავ წასულა და ბავშვისთვის 4 ლარი დაუტოვებია,- სკოლის ბუფეტში დახარჯეო. ბავშვი ფულს ხომ არ შეინახავდა, დახარჯა, მაგრამ მამამისს დანახული ჰქონდა, გოგონას დედამ ფული რომ მისცა და თავზე დაადგა,- ეგ ფული მე მომეცი, "პივა" უნდა ვიყიდოო. გოგონა ლუდის ფულს საიდან მოიტანდა და ატირდა,- აღარ მაქვსო. მამამისმა,- რას ჰქვია, არ გაქვსო და შვილი სიკვდილამდე მიიყვანა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია