პორტუგალიაში საქართველოს ფუტსალის ნაკრებს აგინეს და ბოთლები დაუშინეს (+ვიდეო)

პორტუგალიაში საქართველოს ფუტსალის ნაკრებს აგინეს და ბოთლები დაუშინეს (+ვიდეო)

28 ოქტომბერს პორტუგალიაში საქართველოსა და პორტუგალიის ფუტსალის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი 6 წუთით ადრე პორტუგალიელი გულშემატკივრების აგრესიული საქციელის გამო შეწყდა.

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ. ამ დროს პორტუგალიელმა გულშემატკივრებმა სათადარიგოთა სკამზე მყოფი ქართველების შეურაცხყოფა დაიწყეს, რასაც ჩვენების პასუხი მოჰყვა და თამაში შეწყდა.

სტუმართა ნაკრების სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელები ტრიბუნიდან წამოსულ პროვოკაციას (გინება, ლანძღვა) აჰყვნენ. ვითარება დაიძაბა და ცხადი გახდა, რომ ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე არსებობდა.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამართალდამცველებმა და სტიუარდებმა ბარიერი დროულად აღმართეს.

მხარეები მაინც არ დაშოშმინდნენ, მეტიც - ტრიბუნიდან წყლის ბოთლებიც ისროლეს. იგივე ბოთლები ადრესატს მოედნიდანაც დაუბრუნეს.

ვითარება ოდნავ განიმუხტა მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ეროვნული ნაკრების პერსონალი ქართველებს მოედნის ცენტრისკენ გადასვლაში დაეხმარა.

პორტუგალიური მხარის მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანს, როგორი აგრესიით ექცევიან ადგილობრივი ფანები სტუმრებს, რომლებმაც მერე თავი ვეღარ შეიკავეს და აქეთ გახდნენ დასაწყნარებლები. მაგრამ რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია