"მიყვიროდა, ამ ქალაქში რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო"

"მიყვიროდა, ამ ქალაქში რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო"

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე ავთანდილ კემულარია დააკავეს. გამოძიება ადამიანის დევნის ფაქტზე მიმდინარეობს.

ზაზა დავითაია: - 1-ლი სექტემბრიდან მობილურზე იდენტიფიცირებული ნომრიდან მესიჯებს მიგზავნიდა და მემუქრებოდა“"თავისუფალი ზონის"” წარმომადგენელი, ყოფილი პოლიციელი ვაჟა მორგოშია და მოითხოვდა ბაჩო ახალაიაზე სტატიების წერისგან თავშეკავებას. ეს მესიჯები გამოძიებასაც აქვს ამოწერილი. როცა "თავისუფალმა თაობამ" "თავისუფალი ზონის" ოფისთან აქცია ჩაატარა, მათმა უსტაბაშმა კობა ხაბაზმა ლადო სადღობელაშვილისთვის "ფეისბუკით" მიწერილი ჩემი მესიჯი "მივუხტეთ "ნაცმოს" ოფისს" ააფრიალა. "მივუხტეთ" არ ნიშნავს, მაინცდამაინც იარაღით მივარდნას. ეს იმიტომ დავწერე, რომ 3 კვირის განმავლობაში პოლიციამ ვერ მოახერხა ჩემი უფლებების დაცვა. თვითონ დავადგინე ვაჟა მორგოშიას ვინაობა. სამართალდამცველებმა მხოლოდ ის გააკეთეს, რომ დაიბარეს მორგოშია და გააფრთხილეს. მიუხედავად ამისა, მან გააგრძელა ჩემი შეურაცხყოფა უხამსი სიტყვებით. 30 სექტემბერს კი ბულაჩაურისა და იოსებიძის ქუჩების კვეთასთან, დაახლოებით 15 უცნობი პირი ფიზიკურად გამისწორდა. ხაბაზი ტყუის, როდესაც ამბობს, თითქოს მე თვითონ დავესხი თავს მათ "თავისუფალი ზონის" ოფისთან და "საწყლებმა" თავდაცვის მიზნით მცემეს. შედეგად მივიღე ტვინის შერყევა, ნეკნის მოტეხილობა, სხეულის დაბეჟილობა, პლევრაში კი წყალი ჩამიდგა. დასისხლიანებულს ზონელმა ფარნავაზ ჭკადუამ ფოტო გადამიღო. ექიმების მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც დავდიოდი.

- 22 ოქტომბერს ვინ და რა მოტივით დაგესხათ თავს?

- ინტერვიუს ჩასაწერად მივდიოდი. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, ავტობუსის გაჩერებაზე ჩემს სიახლოვეს შევნიშნე ტანდაბალი მამაკაცი, რომელიც დაჟინებით მიყურებდა, მერე მკითხა, "თქვენ ზაზა დავითაია ხართ, არა?" თავი რომ დავუქნიე, სწრაფად გამეცალა. ავტობუსში ასვლისას, კიბეზე, მომქაჩა სახელოზე და აგრესიულად მკითხა, კა-გე-ბესთან რატომ თანამშრომლობ, ბიჭოო და სახეში ჩამარტყა. მიყვიროდა, ვეღარ უნდა მიხვდე, ამ ქალაქში რომ აღარ უნდა გამოხვიდე, რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ დაილეწებიო. ყველაფერი სათვალთვალო ვიდეოკამერამ აღბეჭდა. გამიტყდა ცხვირი და ტვინის შერყევა დამიმძიმდა. თვითონ გამოვიძახე პატრული. მეორე დღეს ამოცნობა ჩაატარეს.

იმ კაცს ისეთი ფიზიონომია ჰქონდა, ტვინისშერყევიანი კი არა, ყირაზე მდგარი ამოვიცნობდი. ის ავთანდილ კემულარია აღმოჩნდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია