საქართველოში ტაქსისტებად ქალებს და ახალგაზრდებს ირჩევენ - კომპანიებში მძღოლების შესარჩევი კრიტერიუმი იცვლება

საქართველოში ტაქსისტებად ქალებს და ახალგაზრდებს ირჩევენ - კომპანიებში მძღოლების შესარჩევი კრიტერიუმი იცვლება

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სატაქსო კომპანიებში მძღოლების შესარჩევი კრიტერიუმი იცვლება, ზოგიერთმა მათგანმა მკაცრად განსაზღვრა ასაკი და 30 წელს გადაცილებულ მძღოლებს კომპანიაში აღარ იღებენ. ბოლო დროს ყურადღება ექცევა სქესსაც. ქალბატონ მძღოლებს, გამოცდილების შემთხვევაში მუშაობის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ. შეიძლება ითქვას, ტაქსისტების საქმიანობა ბოლო დროს საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა. ცოტა ხნის წინათ თუ ამ სტატუსის მქონე ადამიანებში სხვადასხვა პროფესიის ხალხს ვხვდებოდით და ამით გვამახსოვრებდნენ თავს, ახლა ტაქსის მომსახურება სხვა მხრივაც საინტერესო გახდა: გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა, მძღოლებად სუსტი სქესის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ და ასაკიც გაახალგაზრდავდა.

როგორც სატაქსო კომპანიების მენეჯერები აცხადებენ, შეიცვალა მიდგომა და უკვე დღეს ტაქსის მძღოლად მუშაობისთვის პრიორიტეტია ასაკი. აღმოჩნდა, რომ უპირატესობა 20-30 წლის მძღოლებს ენიჭებათ. კომპანიებში რატომღაც მიიჩნევენ, რომ ამ ასაკის ახალგაზრდები მგზავრებს უფრო კომფორტულად მოემსახურებიან, ვიდრე შუახნის ასაკს გადაცილებულები, რომლებსაც ამ კუთხით დასაქმების შანსი აღარ აქვთ, თვითდასაქმებას თუ არ ჩავთვლით.

არც ის არის უცხო, რომ თბილისელი მძღოლების რიგს ახლომდებარე რაიონებიდან ჩამოსულებიც დაემატნენ. ბოლო დროს დედაქალაქისთვის ეს ერთგვარ ტენდენციადაც იქცა. მცხეთელი, კასპელი, გორელი, დუშეთელი, გარდაბნელი და რუსთაველი მძღოლები სამუშაოდ თბილისში ჩამოდიან. მთელი დღის შრომის შემდეგ, როცა ზოგიერთი დარუნებას ვერ ახერხებს, ღამეს მანქანაშივე ათევენ. ამ მხრივ რუსთაველ მძღოლებს მეტი გამოცდილება აქვთ, წლებია, ისინი თბილისში "ტაქსაობით" არიან დაკავებული და ბევრისთვის ეს ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.

კასპელი ლადო სტეფნაძე არ მალავს, რომ თბილისში ტაქსისტად მუშაობს და ამ მიზნით დედაქალაქში კვირაში 3-4-ჯერ ჩამოდის. დაძაბული მუშაობის შემდეგ, როგორც თავად ამბობს, დაბრუნებასაც ვერ ახერებს და ღამეს ღია ცის ქვეშ, საკუთარ ავტომანქანაში ათევს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია