როგორ დაიბრუნა დედამ სამშობიაროში მიტოვებული შვილი

როგორ დაიბრუნა დედამ სამშობიაროში მიტოვებული შვილი

ოქტომბერი მსოფლიოში დამკვიდრებულია დაუნის სინდრომის ცნობადობის გაზრდის თვედ. მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებით ცხოვრებაში და მისდევენ სპორტს.

ოქტომბრის ერთ დღეს, 26 წლის ოლგამ პატარა გოგონა გააჩინა. „დაუნის სინდრომი“ იყო პირველი, რაც ოლგამ ბავშვის დაბადებისთანავე გაიგონა. „სამშობიაროში მითხრეს, რომ არც საბავშვო ბაღში, არც სკოლაში მიიღებდნენ მას, მე კი მისთვის პამპერსების გამოცვლა სიცოცხლის ბოლომდე მომიწევდა. ქმარი გამშორდებოდა, უფროს შვილს ყურადღებას ვეღარ მივაქცევდი. ფულის მთელი რესურსის ამ ბავშვისთვის დახარჯვა მომიწევდა. ისიც მითხრეს, რომ ადამიანები, რომლებიც დაუნის სინდრომით იბადებიან, გამოირჩევიან ფიზიკური სიძლიერით და ძალიან აგრესიულები არიან", - იხსენებს ოლგა. საბოლოოდ დედა დაარწმუნეს, რომ ბავშვი ვერ გაიგებდა, ვინ იყო დედა, ვერ გამოხატავდა გრძნობებს, ვერ აღიქვამდა მოვლენებს. დედამ პატარა სამშობიაროში დატოვა.

ოლგამ ახალი ცხოვრება დაიწყო. საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა, უფროსი გოგო გაზარდა და ბიჭიც გააჩინა. მის პატარა ბიჭს ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს, ოლგას სამსახურის დატოვება და ისევ მოსკოვში დაბრუნება მოუწია. ქმარიც გაეყარა. დარჩა ქალი, მიზერული ანაზღაურებით, ორი ბავშვით. მაშინ გააცნობიერა, რომ სრულიად ჯანმრთელ ბავშვს შეიძლება დაუსვან ძალიან მძიმე დიაგნოზი, შეიძლება, ქმარმა ნებისმიერ დროს მიგატოვოს, შეიძლება, ნებისმიერ დროს დარჩე უფულოდ. წლების განმავლობაში უვლიდა ოლგა პატარა ბიჭს, რომელმაც ქიმიოთერაპიის შემდეგ მხედველობა თითქმის სულ დაკარგა. სასწაული მოხდა და ოლგამ შვილის გადარჩენა შეძლო. მოძებნა ახალი სამსახური, ახალი სახლი და დაიწყო გოგონას ძებნა, რომელიც სამშობიაროში დატოვა. მიმართა ყველა ინსტანციას, გადაატრიალა ინტერნეტი. ერთ დღესაც გასაშვილებელი ბავშვების ფოტოსურათებს შორის ოლგამ თავისი შვილი აღმოაჩინა. ეს დაუჯერებელი მოვლენა იყო, დედამ ბავშვი ბოლოს შვიდი წლის წინ ნახა. ფოტოს ქვემოთ ეწერა სახელი: დაშა და გვარის პირველი ასო. დაშა დედიკოს ძალიან ჰგავდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია