"სასიკვდილო დარტყმა ტვინზე" - რა საფრთხის წინაშე დააყენა ხელისუფლებამ ხალხი 2007 წლის 7 ნოემბერს

"სასიკვდილო დარტყმა ტვინზე" - რა საფრთხის წინაშე დააყენა ხელისუფლებამ ხალხი 2007 წლის 7 ნოემბერს

(არქივი) : ქართულ ინტერნეტსივრცეში მწვავე განხილვის საგანი გახდა რუსული ინტერნეტგამოცემის, - sovsekretno.ru -ს მიერ მომზადებული პუბლიკაცია, სათაურით: "იერიში ტვინებზე". სტატიის ავტორი ალექსანდრ კლუგლოვი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რეჟიმის დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ფსიქოტრონული იარაღის გამოყენების მიზეზებსა და შედეგებზე წერს, ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. კონკრეტულად, ნახსენებია 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა, რომლის დროსაც, ავტორის თქმით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენა.

ამის შესახებ ინფორმაცია მაშინვე გავრცელდა, თუმცა, ერთმა ნაწილმა ეს ფანტასტიკის სფეროდ აღიქვა და ირონიული განცხადებებიც არ დაიშურა...

რუსულენოვანი სტატიის მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული "უცნაური აპარატურა" სპეციალური აკუსტიკური იარაღი - Medium Range Acoustic Device - იყო, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ამერიკელებისგან მიიღო. აღნიშნული იარაღი ამერიკელებმა მანამდე ერაყელი ბოევიკების წინააღმდეგ გამოსცადეს, უფრო გვიან კი, რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთში, - ორივე შემთხვევაში ექსპერიმენტს თუ გამიზნულად გამოყენებულ მეთოდს, საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია