"შენ ხარ უკიდურესად სამარცხვინო" - გეგელია ელისაშვილს, რომელიც მას "მაესტროზე" ჩაანაცვლებს

"შენ ხარ უკიდურესად სამარცხვინო" - გეგელია ელისაშვილს, რომელიც მას "მაესტროზე" ჩაანაცვლებს

"ჩემო საყვარელო მეგობარო ალეკო, შენ ხარ უკიდურესად სამარცხვინო", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი, გადაცემა "სუბიექტური აზრის" ყოფილი წამყვანი თეონა გეგელია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, "მაესტროზე" "სუბიექტურ აზრს" ალეკო ელისაშვილი წაიყვანს.

Ambebi.ge კომენტარისთვის გადაცემა "სუბიექტური აზრის" ყოფილ პროდიუსერს, ირაკლი აბსნაძეს დაუკავშირდა.

"ის, რომ "სუბიექტურ აზრს" ალეკო ელისაშვილი წაიყვანს, მე თავადაც პრესის საშუალებით გავიგე. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ეს ალეკოს გადაწყვეტილებაა და მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ.

მას შემდეგ, რაც დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ დატოვეს გადაცემა, მეც დავტოვე დაკავებული თანამდებობა, რადგან მიმაჩნია, რომ წამყვანის შეცვლა მენეჯმენტში არსებულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. ორი დღის წინ დამიკავშირდნენ "მაესტროდან" და შემომთავაზეს კვლავ გადაცემის პროდიუსერობა, რაზეც მე უარი განვაცხადე", - აღნიშნა ჟურნალისტმა ირაკლი აბსნაძემ.

Ambebi.ge კომენტარისთვის თეონა გეგელიას და ალეკო ელისაშვილსაც უკავშირდება, თუმცა არც ერთი მათგანი ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია