რამდენს გვატყუებენ პურის წონაში?

რამდენს გვატყუებენ პურის წონაში?

აკმაყოფილებს თუ არა ქართულ ბაზარზე არსებული პურის წონა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას?!

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ მარკეტში, მომხმარებელისა და კონსულტანტის კამათს შევესწარი. როგორც მათი საუბრიდან გავიგე, წინა დღით, ამ მარკეტში შეძენილი პური, წებოვანი აღმოჩნდა. მომხმარებელსა და კონსულტანტს შორის არასასიამოვნო დიალოგი კარგა ხანს გაგრძელდა. გაღიზიანებული ქალბატონი მარკეტს უხარისხო პროდუქციის რეალიზაციაში ადანაშაულებდა და მენეჯერთან ითხოვდა შეხვედრას. იქვე მდგარმა ასაკოვანმა მამაკაცმა კი რომელიც სალაროს რიგში იდგა, თანხმლებ ქალაბატონს გადაულაპარაკა- რას ვჭამთ ის არ ვიცით, მაგრამ პურის წონაშიც, რომ გვატყუებენ, სად უნდა ვიჩივლოთო... სწორედ ეს პატარა გადალაპარაკება გახდა იმ ექსპერიმენტის საბაბი, რომელიც BPN-მა ჩაატარა.

რამდენად შეესაბამება ქართულ ბაზარზე არსებული პურის წონა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას და რამდენია ტყუილის წილი პურის წონაში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიეთ. ერთ-ერთ პატარა მარკეტში, რამდენიმე მწარმოებლის ხუთი დასახელებს შეფუთული პური შევიძინეთ და ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტის სასწორზე ავწონეთ. აღმოჩნდა, რომ ხუთი დასახელების პურიდან, ორმა ეტიკეტზე მითითებული მწირი ინფორმაცია ვერ დააკმაყოფილა.

დაჭრილ ბატონს, რომელსაც ეტიკეტზე მითეთებული აქვს, რომ 470 გრამი უნდა იყოს, ( + _ 10გრ ) რეალურად 458 გრამი აღმოჩნდა. სამაგიეროდ 14 გრამით ზედმეტი აღმოჩნდა ერთ-ერთი მწარმოებლის ჭვავის პური, რომელსაც ეტიკეტზე 300 გრამი ჰქონდა მითითებული. ერთ-ერთი მწარმოებლის ქატოს პური ეტიკეტის მიხედვით 300 გრამი უნდა ყოფილbpnიყო, მისი აწონვის შემდეგ კი 302 გრამი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუხ დაჭრილს, რომელიც ეტიკეტის მიხედვით 380 გრამი უნდა ყოფილიყო (+ _ 10გრ) რეალურად 372 აღმოჩნდა. ასევე 40 გრამით ნაკლები აღმოჩნდა ”ორიგინალური ტექნოლოგიით” დამზადებული პური, როელსაც ეტიკეტზე 480 გრამი ეწერა ( + _ 3 გრ)და რეალურად 440 გრამი იყო.  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია