დღეიდან თბილისის მოსახლეობას კომუნალური ვაუჩერები დაერიცხება

დღეიდან თბილისის მოსახლეობას კომუნალური ვაუჩერები დაერიცხება

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, თბილისის მოსახლეობას კომუნალური ვაუჩერების თანხა დღეიდან დაერიცხება. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით მერიაში გამართულ თათბირზე განაცხადა, სოციალურად დაუცველი ოჯახები 250-ლარიან, დანარჩენი აბონენტები კი 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

"ვაუჩერი ამ წლის ნოემბერ-დეკემბერში დარიგდება იმ სქემით, რა სქემაც იყო დამტკიცებული. ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ჩვენ გავზარდეთ დაფინანსების მოცულობა, როცა სექტემბერში შევცვალეთ ბიუჯეტი, ვინაიდან, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეტანილმა ცვლილებებმა დამატებითი დაფინანსების საჭიროება წარმოშვა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია