ინტერვიუ სტალინის შვილთაშვილთან: ისტორიები ბელადზე, რომელზეც ჯერ არაფერი გსმენიათ

ინტერვიუ სტალინის შვილთაშვილთან: ისტორიები ბელადზე, რომელზეც ჯერ არაფერი გსმენიათ

იაკობ ჯუღაშვილი :

- სტალინს ჰყავდა ორი მეუღლე. პირველი იყო ეკატერინე სვანიძე, რომელთანაც ჰყავდა შვილი - იაკობი... მე იაკობის შვილიშვილი გახლავართ... მეორე მეუღლე იყო ნადეჟდა ალილუევა, რომელთანაც ჰყავდა – ვასილი და სვეტლანა... ამ შტოსგან თითქმის აღარავინ დარჩა და ვინც არიან (შვილთაშვილები), მათთან ურთიერთობა არ მაქვს. ვასილის ვაჟი – ალექსანდრე და მამაჩემი ერთად სწავლობდნენ სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში.

- სტალინზე არ არსებობს ერთი აზრი.. ზოგისთვის ის დიდი ბელადია, ზოგისთვის პირსისხლიანი ტირანი.. რას იტყოდით სტალინზე მისი შთამომავალი?

- ბოლო 25 წლის შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, დავა სტალინსა და საბჭოთა კავშირის შესახებ უკვე გასცდა ისტორიულ დავას. ამბობენ, რომ სტალინმა მოკლა - 5, 10, 70 მილიონი ადამიანი და შენ ხალხს ვერ დაუმტკიცებ, რომ ეს სიცრუეა. ისტორიული ფაქტებით რომც დაუმტკიცო, მაინც არ დაიჯერებენ, იმიტომ რომ სულ სხვა რამის სჯერათ. მათ უპირველეს ყოვლისა, ფასეულობები აღიზიანებთ. აღიზიანებთ საბჭოთა კავშირი არა როგორც ქვეყანა, არამედ როგორც პროექტი, (ის რაც განხორციელდა განსხვავდება იმისგან, რაც იყო ჩაფიქრებული). საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, იყო ჩაფიქრებული ორგანიზებული ოჯახის პრინციპით. მისი ალტერნატივაა ბაზრის პრინციპი, რაც დასავლეთშია. დასავლეთში არის ერთმანეთში ყიდვა-გაყიდვა. ოჯახის პრინციპი კი შექმნაა, საერთო ქონების ერთად შექმნა და არა ერთმანეთში გაყიდვა. ბაზრისთვის ეს პრინციპი მიუღებელია. საბჭოთა კავშირი იყო მცდელობა ერთად გადავრჩენილიყავით, ერთად გავმდიდრებულიყავით და ერთად ავმაღლებულიყავით. ვიმეორებ, ერთად და არა ცალ-ცალკე, როგორც ქადაგებენ დღევანდელი ევროინტეგრატორები.

- ხალხში გავრცელებულ მითებს სტალინის შესახებ არ იზიარებთ?

- ხალხში ძალიან ბევრი მითია გავრცელებული და ჩემი დღევანდელი ამოცანაა ეს მითები გაქარწყლდეს. ამისთვის დღეს არსებობს ინტერნეტი და ჩემი ძალებით შევქმენი საიტი www.jugashvili.com, სადაც სხვადასხვა ნაშრომია გამოქვეყნებული. თუმცა, ხალხი არ არის მზად, მათ სჯერათ, რომ სტალინი, ბოლშევიზმი და საბჭოთა კავშირი პირსისხლიანი საშინელებაა..

- როგორი იყო სტალინი ოჯახის წევრებთან, ამის შესახებ რა უთქვამთ თქვენს წინაპრებს?

- ამის შესახებ მე იმ ხალხისგან ვიცი, ვინც მას პირადად იცნობდა. ყველაზე საინტერესოა მისი ნაშვილების - არტიომის მოგონებები. როგორც ცნობილია, სტალინმა მისი რევოლუციონერი მეგობრის შვილი იშვილა, რომელიც სტალინის ოჯახში იზრდებოდა. მაშინ ტრადიცია იყო, რომ ყველა ბოლშევიკს ვალდებულება ჰქონდა გარდაცვლილი მებრძოლი მეგობრის შვილი ეშვილებინა. ტროცკისაც ჰყავდა ნაშვილები, თუ არ ვცდები, კალინინსაც... არტიომის მოგონებები თავისუფალია პროპაგანდისტული მხარეებისგან. არტიომი ჰყვება ისტორიას: - პატარები რომ ვიყავით კედელზე თოფი ეკიდა. ჩვენ ამ თოფით რომ ვთამაშობდით, ერთხელაც გავარდა. ზუსტად იმ დროს სტალინი ოთახში შემოვიდა და სულ რამდენიმე სანტიმეტრით აცდა ტყვიაო.. სტალინის რეაქცია ფანტასტიური იყო, წყნარად მოვიდა და გვითხრა, არასოდეს არ ითამაშოთ იარაღით, დაკიდა თოფი თავის ადგილზე და წავიდაო...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია