კაცი, რომელიც მესამე ცოლმა დაღუპა - "შვილი მიყვარდა, მაგრამ მისთვის მზად არ ვიყავი"

კაცი, რომელიც მესამე ცოლმა დაღუპა - "შვილი მიყვარდა, მაგრამ მისთვის მზად არ ვიყავი"

ეს მამაკაცი წლების განმავლობაში ცდილობდა "სათავისო ქალის" პოვნას, ორჯერ იყო დაოჯახებული და ქალებთან თანაცხოვრებით მიღებული გამოცდილების შედეგად, კიდევ ერთხელ ამ ნაბიჯის გადადგმას აღარ გეგმავდა. თუმცა სიტუაცია ისე განვითარდა, რომ მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დაოჯახება და როცა უკვე მომავალი ნათელ ფერებში ესახებოდა, მძიმე დარტყმა მიიღო...

არჩილი, (44 წლის):

- პირველად რომ ცოლი მოვიყვანე, 17 წლის ვიყავი. მაშინ, მგონი, ამ სიტყვის მნიშვნელობა არც კი ვიცოდი (იცინის). ძმაკაცებთან ერთად რესტორანში ვქეიფობდით, მაგარი დავთვერი. იქვე გვერდით სუფრასთან გოგონები ისხდნენ. მათ შორის ყველაზე ლამაზს ხელი დავტაცე და ძმაკაცის აგარაკზე გავაქანე. იმ გოგოს მარტო სახელი ვიცოდი, მეტი არაფერი. მეორე დილას თვალი რომ გავახილე და გვერდით ეს უცხო გოგონა გამხვდა, უცბად ისიც კი ვერ გავიხსენე, მისთვის როგორ მიმემართა. მერე თანდათან აღვიდგინე მომხდარი. მას სალომე ერქვა, ჩემზე ერთი წლით პატარა იყო და სკოლაში მეთერთმეტე კლასში სწავლობდა. სრულიად ბავშვი იყო, უმწეოდ იყურებოდა და ძალიან შემეცოდა. მაშინვე ვუთხარი, ჩაიცვი და ჩემს ოჯახში წავიდეთ-მეთქი. სანამ სალომეს სახლში მივიყვანდი, დედ-მამასთან გადავრეკე და ცოლის მოყვანის ამბავი ვახარე. ჩემებს ძალიან გაუკვირდთ, მაგრამ როგორც კი სალომე დაინახეს, მაშინვე შევატყვე, რომ რძალი მოეწონათ. ნათესავები მოვიდნენ, გაიშალა სუფრა, დაიწყეს გამოკითხვა, სად და როგორ გავიცანით ერთმანეთი, რამდენ ხანს ვხვდებოდით. აბა, როგორ ვიტყოდი, რომ სალომეს მხოლოდ რამდენიმე საათი ვიცნობდი?! რაღაცები მოვიტყუე, სხვებთან ერთად სალომეს უხმოდ მისმენდა. მოკლედ, ასე შევრჩით ერთმანეთს, თუმცა სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩემმა პირველმა ქორწინებამ სამ წელიწადს გასტანა.

- პირველი ქორწინებიდან ბავშვი გყავთ?

- კი, ქორწინების წლისთავზე სალომემ ბიჭი გამიჩინა. აუჰ, მაშინ უნდა გენახათ ჩემი სახე, როცა პირველად ჩემი შვილი ხელში ავიყვანე. მამობა დიდად ვერ გავაცნობიერე, მაგრამ რაღაცნაირი სიამაყის გრძნობა მქონდა. ეს თავიდან, თორემ მერე ბავშვი რომ ღამით ტიროდა, ნერვები მეშლებოდა. როცა ჩემი ცოლი მთხოვდა, ადექი, მომეხმარე და ჩვენს შვილს ახლა შენ მიხედეო, მეზარებოდა. განა შვილი არ მიყვარდა, მაგრამ მისთვის მზად არ ვიყავი.

- ცოლს ამიტომ გაშორდით?

- არა, სხვა ქალი შემიყვარდა. ნინომ ყველაფერი დამავიწყა - შვილიც, ცოლიც და ყველანაირი ვალდებულება. ის ჩემი მეგობრის და იყო და ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი. ყველაფერი უცებ მოხდა. ერთ დღეს სახლში მივედი და სალომეს ვუთხარი, რომ აჯობებდა ჩვენს შვილთან ერთად მშობლებთან დაბრუნებულიყო. საერთოდ, წყნარი ხასიათის გოგონაა. ბევრი არაფერი უკითხავს, ისე დაბრუნდა მშობლებთან.

- ნინოს ცოლად მოყვანა გქონდათ გადაწყვეტილი?

- დიახ, ეს ნაბიჯი სწორედ იმიტომ გადავდგი. ამჯერად ჩემმა "ოჯახურმა იდილიამ" ხუთ წელიწადს გასტანა. მერე მივხვდი, რომ ნინოს და მე საერთო ინტერესები არ გვქონდა.

- იქნებ ჯობდა, ეს მანამდე გაგერკვიათ, სანამ ხელმეორედ დაოჯახდებოდით?

- არა, თქვენ ვერ გაიგეთ. როგორც გითხარით, ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. თავიდან ბავშვივით იქცეოდა, ხანდახან მეგონა, რომ ის კი არა, მე ვიყავი მასზე უფროსი. მაგრამ თანდათან შეიცვალა. სამსახურში რომ დააწინაურეს, ხომ საერთოდ, ჩემზე ბატონობა დაიწყო. ეტყობა სიამოვნებდა, დედაშვილურად რომ მექცეოდა და ჭკუას მარიგებდა. ეს ვერ ავიტანე და ნინოსაც დავშორდი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია