მაღაზიებსა და ბაზრებში სოფლის ყველი და რძის პროდუქტები აღარ გაიყიდება

მაღაზიებსა და ბაზრებში სოფლის ყველი და რძის პროდუქტები აღარ გაიყიდება

მწარმოებლები, ვინც ახალ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, საბოლოო პროდუქციის გაყიდვას ვერც აგრარულ ბაზრებზე შეძლებენ, რადგან სურსათის უვნებლობა იქაც მოწმდება

სასაკლაოებსა და ნედლი რძის გადამმუშავებელ საწარმოებს 1-ლი იანვრიდან HACCP-ის სისტემის დანერგვის გარეშე მუშაობა აეკრძალებათ. რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემა (Hazard Analysis and Critical Control Point) სავალდებულო არ იქნება იმ ბიზნესისთვის, რომელიც პირველად პროდუქტს აწარმოებს - მაგალითად, აწარმოებს რძესა და ხორცს, მაგრამ არ ამზადებს რძისა და ხორცის პროდუქტებს.

რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემა სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომაა. მის დანერგვას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს მეთვალყურეობას. თუმცა, თუ მეწარმეს სურს, პროდუქცია ევროკავშირში გაიტანოს, მაშინ მონიტორინგს ევროგაერთიანების ექსპერტები წარმართავენ, რის შემდეგაც კონკრეტულ საწარმოს შესაბამისი აღიარების კოდი და ნომერი მიენიჭება, მისი პროდუქცია კი ევროკავშირის ბაზარზე შეუფერხებლად შევა.

ბაზარზე პროდუქციის გაყიდვას ვერ შეძლებენ ის სასაკლაოები და ნედლი რძის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც 1-ლი იანვრიდან რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემას არ დანერგავენ. მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ. უპირველესად ეს მცირე ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს შეეხება, რომლებიც რძისა და ხორცის, ზოგადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქციას სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში ვეღარ გაყიდიან.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია