ცნობილი ქართველების ძვირად ღირებული ნივთები

ცნობილი ქართველების ძვირად ღირებული ნივთები

ცნობილი ადამიანები ხშირად იწონებენ თავს ექსკლუზიური ნივთებით, ცნობილი ბრენდების სამოსითა და აქსესუარებით. მართალია, ჰოლივუდის ვარსკვლავების მსგავსად მილიონიანი კაბებით არ დადიან და არც წითელ ხალიჩაზე გავლის ბედნიერება აქვთ, თუმცა, ეს ხელს სულაც არ უშლით, ლამაზად და გემოვნებით ეცვათ. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ძვირად ღირებული სამოსი და აქსესუარებია ქართველი ცნობილი ადამიანების გარდერობში.

ზალიკო ბერგერი, დიზაინერი: "ყველაზე ძვირად ღირებული პატეკ ფილიპის საათი მაქვს, რომელიც ნინა წკრიალაშვილმა მაჩუქა. მისი ფასი 20.000 ამერიკული დოლარია და ახლაც ხელზე მიკეთია".

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი: "ჩემს გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული დიზაინერის, მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი ჩექმაა, რომელიც ხელოვნების ნიმუშია - ერთ-ერთ ჩვენებაზე ჟურნალისტებს ამ ჩექმის მეტი არაფერი გადაუღიათ. დაახლოებით 1.000 ლარი ღირს, თუმცა, მე ეს თანხა არ გადამიხდია, მაჩუქეს. საერთოდ, ქართველმა დიზაინერებმა გამანებივრეს საჩუქრებით და გადამაჩვიეს ყიდვას. მაქვს ნინო გოგიბერიძის ყაბალახი, რომელიც აგრეთვე ხელოვნების ნიმუშია და ხელნაკეთია".

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი: "ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა საოცარი სიურპრიზი გამიკეთა - მანქანა არ მყავდა და დაბადების დღეზე ღ-კლასის "მერსედესი" მაჩუქა. ის ჩემთვის ძმასავით არის და ამიტომ საჩუქარზე უარი არ მითქვამს. ეს იყო ყველაზე ძვირად ღირებული რამ, რაც უჩუქებიათ. თუმცა, 15 ათას დოლარად ღირებული Lონგინე -ის საათიც მაჩუქეს, ისიც ისეთმა ადამიანმა, ვისგანაც არ მომერიდა გამორთმევა".

ია ფარულავა, მსახიობი: "როგორ გგონიათ, დღევანდელ მაღალ კრიმინოგენულ ატმოსფეროში სახალხოდ უნდა ვთქვა, რა არის ჩემი ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი? თუმცა, მაინც გეტყვით: ეს არის Hermess -ის ჩანთა, რომელიც 5.000 ევრო ღირს და ქურქი, მისი ფასი 10.000 ევროა და, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე, რომელიც შეუფასებელია".

ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი: "ჩემს გარდერობში არ არის ძვირად ღირებული ნივთები, რაც მაქვს, ყველაფერი საშუალო ფასისაა. მილიარდერი რომ ვიყო, არ დავიშურებდი ფულს და ვიყიდდი ყველაზე ძვირად ღირებულ ნივთებს. სამწუხაროდ, არა გვაქვს მაღალი შემოსავალი, ამიტომ როგორც ყველა, ისე ვიცვამ. ძვირად ღირებული ერთადერთი რამ მაქვს - ვივიენ ვესტვუდის წითელი ჩანთა, ბაფთის ფორმა აქვს, და ივ-სენ ლორანის ფეხსაცმელები. ფასი არ ვიცი, მაჩუქეს, ალბათ, სამასი-ოთხასი დოლარი ღირს".

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია