რამდენჯერ აჭარბებს საქართველოში მდიდრების შემოსავალი ღარიბებისას

რამდენჯერ აჭარბებს საქართველოში მდიდრების შემოსავალი ღარიბებისას

საშუალო ფენა დაახლოებით 4-5%-ია, მდიდარი - 5-6%, ღარიბების რაოდენობა კი თითქმის 90%-ს შეადგენს

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოში საშუალო ფენა ისევ არ არსებობს. უთანასწორობის მაჩვენებლით კი ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერაც ვუსწრებთ. ყველაზე მდიდრის ფულადი შემოსავალი, ყველაზე ღარიბის შემოსავალთან შედარებით, 65-70-ჯერ მაღალია. მიუხედავად არაერთი სოციალური პროგრამისა, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა და უთანასწორობის მაღალი დონის შემცირება ისევ ვერ ხერხდება. ამას სპეციალისტები ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ღატაკია, ანუ 430 ათასამდე ადამიანი. ეს 430 ათასი იმ კატეგორიაშია, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს და რომელთა სოციალური დონე 57 ათას ქულამდე ფასდება. 58 ათასქულიანი ოჯახი უკვე ღარიბად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ღატაკის სოციალური მდგომარეობა ღარიბის სტატუსიანისგან არაფრით განსხვავდება.

რაც შეეხება მდიდრებს, აქ ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია ქვეყანაში მდიდარი, არ არსებობს. ცნობილია, რომ მდიდარისა და ღარიბის შემოსავალის თანაფარდობით ჩვენ არა მარტო მსოფლიოში, არამედ ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი გვიჭირავს. სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოში ყველაზე მდიდარი ფენის 5%-ის ფულადი შემოსავალი ყველაზე ღარიბი ფენის 5%-ის შემოსავალთან შედარებით 65-70-ჯერ მაღალია. საზოგადოების სოციალურ ფენებს შორის არსებული უთანასწორობის მაჩვენებლით კი საშუალო ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერ ვუსწრებთ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია