ინტერვიუ, რომლის გამო ლალი ბადურაშვილს შეურაცხყოფა სახალხოდ მიაყენეს

ინტერვიუ, რომლის გამო ლალი ბადურაშვილს შეურაცხყოფა სახალხოდ მიაყენეს

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პროფესორმა, დოდონა კიზირიამ Facebook-ზე ვრცელ წერილში მსახიობ ლალი ბადურაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას უტვინო უწოდა. მისი ეს რადიკალური განცხადება კი იმ ინტერვიუმ განაპირობა, რომელიც ლალი ბადურაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალს" მისცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინტერვიუში მსახიობი მხატვარ მაია ორჯონიკიძეს "გიჟ მაიკოდ" მოიხსენიებს.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც "ასავალ-დასავალში" დაიბეჭდა.

"რა გახდა ეს მაია ორჯონიკიძე, რატომ უნდა ვისმენდე მის მოძღვრებას. პირდაპირ ვეუბნები: მაია, აქამდე გერიდებოდი, იმიტომ რომ დედაშენი - იზა- ჩემი სკოლელი იყო, ჩემი შვილის თაობა ხარ და როცა ეკრანზე გამოდიხარ შენი შემხედვარე ჩემი მხატვარი შვილი სიცილით კვდება, სამხატვრო აკადემიაში ამას "გიჟმაიკოს " ვეძახდითო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა ყოფილიყი ახალგაზრდა გოგონა "გიჟ მაიკო" რომ ეწოდებინათ - ესე იგი, სერიოზულად არავინ მიიჩნევდა და როგორც ჩანს ისევ იმ დონეზეა დარჩენილი.

ვერ გავიგე ეს "გიჟ მაიკო" ასე გაუთავებლად, მენტორული ტონით რატომ უნდა გველაპარაკებოდეს, ვინ ხართ, რა გაგიკეთებიათ. ასეთი ტონით სიმონ ყაუხჩიშვილი და ივანე ჯავახიშვილი არ ლაპარაკობდნენ. "გიჟმაიკოს" ნაცვლად სხვა ნაციონალები მაინც დასვან ეთერში, აღარ შეგვიძლია", - ამბობს მსახიობი.

სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ გამოეხმაურა მას დოდონა კიზირია.

იხილეთ სტატია| "იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა" - დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია