ორი მოთხოვნადი პროდუქტი, რომელიც საქართველოში ახალი წლიდან მნიშვნელოვნად გაძვირდება

ორი მოთხოვნადი პროდუქტი, რომელიც საქართველოში ახალი წლიდან მნიშვნელოვნად გაძვირდება

მთავრობამ ამ პროდუქტებზე აქციზის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზი იზრდება. სხვადასხვა კომპანიაში აღნიშნული პროდუქციის გაძვირება უკვე დააანონსეს. მომავალი წლიდან სიგარეტის ფასი 15-20 თეთრი მოიმატებს. გაძვირდება სპირტიანი სასმელიც, თუმცა, რამდენით, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების გაძვირების შედეგად ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. კერძოდ, 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია აქციზის განაკვეთის ზრდა თამბაქოზე (ფილტრიანზე 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით), ასევე გათვალისწინებულია 1-ელი ივლისიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი ე.წ. შერეული სისტემის შემოღება, რაც ჯამში 70,0 მლნ ლარის დამატებით რესურსს მოიზიდავს.

გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაორმაგება, რითაც დამატებით 40 მილიონი ლარი მობილიზდება. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, აქციზით დაიბეგრება უცხოეთიდან შემოსული სატელეფონო ზარები, რის ხარჯზეც მიღებული დამატებითი შემოსავალი 30 მილიონი ლარით განისაზღვრა.

სიგარეტის მწარმოებელ კომპანიებში ფიქრობენ, რომ სიგარეტის ფასი 15 თეთრით მოიმატებს, თუმცა ეს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებას არ შეამცირებს - ასე აფასებენ თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, აქციზზე ფასების ზრდას გულისხმობს.

ერთ-ერთი უმსხვილესი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია "ჯი-თი-აის" წარმომადგენელი ფიქრობს, რომ აქციზის გაძვირება არარეგალური ბიზნესის საფრთხეს წარმოაჩენს, თუ ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ამ ეტაპზე კი იგი მსგავს საფრთხეს ვერ ხედავს: "ჯერჯერობით რთულია განსაზღვრო უარყოფითი გავლენა, რაც შეიძლება აქციზის გაძვირებას მოჰყვეს. დღეისთვის ეს თამბაქოს ბიზნესისთვის მაღალ რისკს არ შეიცავს. რა ტენდენციაც შეიძლება განვითარდეს, 1-ელი იანვრიდან გამოიკვეთება. თუმცა, გაძვირების ეტაპობრივად გაგრძელების შემთხვევაში, საფრთხე ნამდვილად იარსებებს. აქ გასათვალისწინებელია სიგარეტის ფასი რეგიონებში. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დიდი საფასო სხვაობა არალეგალური ბიზნესის საფრთხეს გამოაჩენს, არ გამოვრიცხავ, ეს მოხდეს".

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია