რა საერთო აქვს ალასანიას თაკო გაჩეჩილაძესთან და სად ურჩევს კარიერის გაგრძელებას ასტროლოგი ყოფილ მინისტრს

რა საერთო აქვს ალასანიას თაკო გაჩეჩილაძესთან და სად ურჩევს კარიერის გაგრძელებას ასტროლოგი ყოფილ მინისტრს

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში თავადცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას კარიერული პერსპექტივის შესახებ წერს. ასტროლოგი ალასანიას უცხოეთში მოღვაწეობას ურჩევს.

"ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც ალასანია პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა...

მას ლილიტი (ხიბლი, ცდუნება, უარყოფითი კარმა) ჰყავს თხის რქაში. (ანუ კარიერაში), აქედან გამომდინარე, მისთვის მნიშვნელოვანია კარიერული ზრდა, დაწინაურება, ასევე, როგორც მშვილდოსნისთვის მისთვის სასურველი და სანატრელია პოლიტიკის სფერო, მაგრამ სწორედ ამ ლილიტის "დამსახურებით", როგორც კი რაიმე მნიშვნელოვან საფეხურს მიაღწევს, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომელიბიც მის ჩამოქვეითებას შეეცდებიან... და ასეც ხდება წლების მანძილზე...

მართალია, მე არ ვიცი, მისი ჰოროსკოპი და მხოლოდ კოსმოგრამის მიხედვით ვმსჯელობ, თუმცა აქაც მშვენივრად ჩანს ძირითადი მომენტები... თან, კირჩხიბში (სამშობლო) მას სატურნი (შეზღუდვები, დასჯა, ბარიერები) აქვს, ასევე, მისი აღმავალი კვანძი (ცხოვრებისეული მიზანი, მისია, განვითარების გზა) უცხოეთს უკავშირდება და მოითხოვს კიდეც... ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ... ეს ადამიანი უნდა მოღვაწეობდეს უცხოეთში!.. (და უცხოეთში, როგორც მახსოვს, მას საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა)... აქ კი, მის სამშობლოში, მუდამ ასეთ ადგომა- დაცემაში იქნება...

როდესაც ცხოვრებაში ქრონიკულად რაღაც უარყოფითი მეორდება - ადამიანი უნდა დაჯდეს და დაფიქრდეს - იქნებ საერთოდაც არ მიდის იმ გზაზე, რომელიც მისია და სამყარო განუწყვეტლივ ცდილობს მისთვის ამის დანახებას? იქნებ უნდა გააანალიზოს ყველაფერი და დაიწყოს თავისი გზის ძებნა... ის, რაც ერთისთვის კარგია, მეორისთვის სულაც არ ვარგა, როგორი სასურველიც არ უნდა იყოს... და ამის გარკვევაში (საკუთარ ინტუიციასთან ერთად) კი უკვე ასტროლოგიაც გეხმარება... მაგრამ... ასტროლოგია ხო ბევრისთვის კვლავ საქილიკო თემად რჩება??:))) რჩება და დარჩეს!... და ყველამ თავის გზით იაროს, - ზოგმა უფრო მარტივად და მსუბუქად, და ზოგმაც კი უამრავი წინაღობისა და სირთულეეების გადალახვით... არჩევანში ნამდვილად თავისუფლები ვართ", - წერს ქეთი ვაწაძე.

ასტროლოგის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის ასტროლოგიით დაინტერესებული ცნობილი ადამიანების მხრიდან.

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ქეთის პოსტზე კოლეგა თაკო გაჩეჩილაძე "დათაგა", რომელსაც ლილიტი, ალასანიას მსგავსად, თხის რქაში ჰყავს.

თამარა გაჩეჩილაძე: გამარჯობა ქ-ნო ქეთი! :) მეც მყავს ლილიტი თხის რქაში და ასეც არის, ყოველ წამს ყველა ცდილობს გააფუჭოს, როგორც შეუძლია ჩემი კარიერა, ზოგს გამოსდის, ზოგს ვერ. მე მაინტერესებს, ეს მარტო საქართველოს შემთხვევაშია, თუ სადაც არ უნდა წავიდე, ამ თხის რქას ვერ ავცდები? იმიტომ, რომ მე თითქმის ყველა ასტროლოგი მეუბნება, რომ ჩემი წარმატება ქვეყნის შეცვლაშია, რომ არაფერი გამოვა. ძაან შემაწუხა უკვე ამ თხის რქამ და ერთხელაც იქნება მოვაგლიჯავ იმ რქებს. :)

ქეთი ვაწაძე: მე შენს რუკას არ ვიცნობ. შესაძლოა, უცხოეთში უკეთესი იყოს, რაღაც მაჩვენებლების გამო. ეს თხის რქა წლებთან ერთად, წესით, ნაკლებად უნდა გამოვლინდეს, თუ პროფესიონალურად იზრდები და გამოცდილებას იძენ.

თამარა გაჩეჩილაძე: მე რასდროს არაფრის შემგუებელი არ ვარ, მითუმეტეს იმაში, რაც მებრძვის. :) გამორიცხულია, ეგ მე არ ვარ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია