მართვის მოწმობის ახალი ბილეთები და მნიშვნელოვანი სიახლეები მომავალ მძღოლებს (+10 ბილეთი)

მართვის მოწმობის ახალი ბილეთები და მნიშვნელოვანი სიახლეები მომავალ მძღოლებს (+10 ბილეთი)

15 დეკემბრიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ. შესაბამისი ბრძანება შსს-მ 2013 წლის ოქტომბერში გამოსცა.

ბრძანების თანახმად, ახალი საგამოცდო ბილეთები კვლავ რამდენიმე ენოვანი იქნება; ბილეთები ნათარგმნი იქნება აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზე.

მართვის მოწმობის ახალ ბილეთებში სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია გადაადგილებული იქნება მათი შინაარსის შეუცვლელად, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს.

ასევე, სიახლეა ისიც, რომ ელექტრონული ტესტირებისას, ზოგიერთ ბილეთში მისი შინაარსიდან გამომდინარე სწორი და არასწორი პასუხის ჩვენებისას შეიძლება გამოიყენონ შესაბამისი სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლი, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა. ის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების სწორი და არასწორი პასუხების ვიზუალურად ჩვენებისათვის იქნება განკუთვნილი.

ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალებისა და ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა.

ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის, შესაძლებელია, საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი ბილეთების პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღეს, 8 ნოემბერს წარადგენს.

Ambebi.ge გთავაზობთ თეორიული გამოცდის ახალ ათ ბილეთს, სრულად ბილეთები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია