''ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოფილ რძლებთან ძველებურად ვიქნები''

''ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოფილ რძლებთან ძველებურად ვიქნები''

''ტრადიცია ჩემთვის არის საუკუნეების განმავლობაში ერში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი. ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ დიდი კრიტიკით გამოვირჩევი. გარკვეულ ტრადიციაში ეროვნულობა გამოიხატება და რაც ეროვნულს უკავშირდება, მისადმი დადებითად ვარ განწყობილი'', - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ, რომელსაც ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- რამდენად მისაღებია თქვენთვის სუფრის ტრადიცია, თამადა?

- მომწონს, რადგან ჩემთვის სუფრა, თამადის, დალოცვის ინსტიტუტი ბევრ დადებითს უკავშირდება. სუფრა ადამიანების გარკვეული ჯგუფის ერთად ყოფნას უწყობს ხელს. სადღეგრძელო კი არის ადამიანების ჯგუფის მიერ წარმოთქმული ლოცვა, საიდანაც ბევრი დადებითი მოდის და რაც მთავარია, ილოცება ჭერი. ბუნებაში არაფერი იკარგება, მით უმეტეს ასეთი პოზიტიური ენერგია. ჭიქების მიჭახუნების ტრადიციაც არაა შემთხვევითი და მხოლოდ ქართული, გამოცემული ხმა გარკვეულწილად ზარის შემოკვრასავითაა, რომ სადღეგრძელოების შემდეგ დალოცვის ძალა უფრო ზევით წავიდეს.

- ხელის თხოვნა, ნიშნობა აღარ არის აქტუალური. წყვილი ხშირად თანაცხოვრებას ქორწინებამდე იწყებს.

- ადრე კომუნიკაცია ბევრად ნაკლები იყო, ამიტომ არსებობდნენ ხანუმები, შუამავლები და მაჭანკლები, რომლებიც დიდ პასუხისმგებლობას იღებდნენ საკუთარ თავზე თუნდაც იმ კუთხით, რომ გოგოც და ბიჭიც ჯანმრთელი ყოფილიყვნენ, არკვევდნენ ოჯახის მდგომარეობას და სხვა უამრავ დეტალს, ერთგვარად ტელეფონის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელის მოვალეობას ასრულებდნენ. ახლა ეს ტრადიცია ვეღარ იარსებებს, რადგან, უბრალოდ, აღარ არის საჭირო.

რაც შეეხება ქორწინებამდე თანაცხოვრებას, ამ საკითხს ნეიტრალურად ვუყურებ, არ მივიჩნევ, რომ გადასარევია, მაგრამ ამით ქვეყანაც არ დაიქცევა. გააჩნია, რა ასაკში ხდება და ურთიერთობის რა ფაზაში. ნამდვილად არ მივესალმები შიშველი ემოციების, შორით ტრფობისა და მოტაცებების ფონზე შექმნილ ოჯახს, ამას ნამდვილად სჯობს, ერთმანეთი საწოლშიც გაიცნონ და სანამ დაქორწინების ვალდებულებას აიღებენ თავზე, გარკვეული პერიოდი ერთად იცხოვრონ, ვფიქრობ, ეს უკეთესია.

- ქალიშვილობის ინსტიტუტზე რა აზრის ხართ?

- საუკუნეების განმავლობაში ქალის პატიოსნების, წესიერების საზომი საქალწულე აპკის მთლიანობა იყო/

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია