28 წლის გურამ გუგენიშვილის ცხოვრების გზა - დიდებიდან ტრაგიკულ გარდაცვალებამდე

28 წლის გურამ გუგენიშვილის ცხოვრების გზა - დიდებიდან ტრაგიკულ გარდაცვალებამდე

M-1-ის მძიმეწონოსანი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი 28 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ავტოავარია გახდა.

გურამ გუგენიშვილი 1986 წლის 23 ივლისს დაიბადა. ის M-1-ის 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონია. გუგენიშვილი უკრაინაში ცხოვრობდა და რინგზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით გამოდიოდა.

მისი წარმატებები 2009 წელს დაიწყო, როდესაც კარიერის დასაწყისში გულშემატკივარს ზედიზედ მოგებული 11 ორთაბრძოლით დაამახსოვრა თავი. გუგენიშვილმა M-1 Ukraine-ს, M-1 Selection Western Europe-ს და M-1 Challenge-ს ტიტულები მოიგო. შემდეგ იყო ცნობილი ტრილოგია ამერიკელ ჯენი გარნერთან, რასაც გუგენიშვილის ტრავმები მოჰყვა და მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა.

მცირე ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა იაპონურ ორგანიზაცია IGF-თან კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნული კომპანიის მფარველობით სადებიუტო შერკინებაც ჰქონდა. გასულ აპრილს გურამმა ტონი ბონელო პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. მომავალ წელს კი M1-ში დაბრუნდებასაც გეგმავდა...

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც ქართველ მებრძოლთან 2011 წელს mixfight.ru-მ ჩაწერა.

"ქართველები საბრძოლო ხელოვნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ რომის იმპერიის ზეობის ხანაში რომაელი მეომრები სავარჯიშო გამოცდილებას ქართველებისგან იღებდნენ. სწორედ ამ ქვეყნის შვილია გურამ გუგენიშვილი", - ასე გააცნო გამოცემამ მკითხველს გუგენიშვილი სტატიაში სახელწოდებით "ქართველი მანქანა".

"ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო და ყოველთვის იქნება იოსებ კობერიძე. ჩემ სავარჯიშო მეთოდიკაში რაიმე საიდუმლო არ იმალება: ის პრაქტიკასა და მუხლჩაუხრელ შრომაზეა აგებული".

იმავე პერიოდში ვებგვერდმა Bloody Elbow-მ ММА-ში მსოფლიოს საუკეთესო ახალაგაზრდა მძიმეწონოსნად სწორედ გურამი დაასახელა. მასზე საუბრისას ყველა მახასიათებელი ერთ სიტყვაში ერთიანდება - პოტენციალი.

"ბრძოლისას თავისუფალი ჭიდაობისა და საბრძოლო სამბოს ილეთებს ვიყენებ, რაც კარგი კომბინაციაა ბრძოლაში მომგებიანი პოზიციის მისაღებად. ყოველთვის არ ვეშურები მეტოქის მოგუდვას, არამედ გამარჯვებისთვის აუცილებელ სტრატეგიულ მოქმედებებს მივმართავ. უბრალოდ, ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ამ ძალისხმევის შემდეგ მოგუდული მეტოქე მნებდება".

გუგანიშვილის ერთადერთ ნაკლოვანებად ბრძოლის დროს მის საწყის მდგომარეობას ასახელებდნენ, თუმცა მრავალი ათლეტისგან განსხვავებით, რომლებიც შენიშვნებს უყურადღებოდ ტოვებენ, გურამი მუდმივად განვითარებასა და დახვეწას საჭიროდ მიიჩნევს. ახალგაზრდა ქართველის სწორედ ეს თვისება აღაფრთოვანებდა მის მწვრთნელს იოსებ კობერიძეს:

"მწვრთნელს არ შეუძლია სპორტსმენს შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა ასწავლოს. ეს ინსტიქტებია, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში ან არის, ან არა. გურამის შემთხვევაში, ეს მისი ყველაზე ძლიერი თვისებაა. ყველაფერთან ერთად ის საკმაოდ გონიერია და საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსია", - ამბობდა მწრთვნელი.

სპორტსმენისთვის ერთერთი უმთავრესი თვისება ხომ ნებისყოფა და გამძლეობაა. გურამი ამ მხრივაც გამორჩეული იყო. აი, ასე აღწერდა სპორტსმენი საკუთარ სტილს:

"კარგად გავითავისე, რომ ბრძოლის დროს არამხოლოდ მე ვკარგავ ენერგიას, იგივე ემართება მეტოქესაც. რა თქმა უნდა, ორივე ვიღლებით, მაგრამ საკუთარ თავს შთავაგონებ, რომ სწორედ ახლაა აუცილებელი ძალისხმევა და შეტევა. საჭიროა მეტოქეზე მეტი გამძლეობის გამოვლენა.

შესაძლოა ეს ყველაფერი სასაცილოდაც ჟღერდეს, თუმცა მინდა ჩემი ბავშვობის ამბავი მოვყვე. პატარაობისას პიტბული მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მასთან დიდ დროს ვატარებდი. გაწვრთნისას ვაკვირდებოდი მის მოქმედებებს და ანალიზს ვუკეთებდი მის შეუპოვრობას.

სიტუაციის შეფასება ფხიზელი გონებითაა საჭირო, ბრძოლა კი მთელი შემართებით უნდა წარმართო. ბრძოლის დროს ფსიქოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: რინგზე ყოველთვის თავდაჯერებული გავდივარ. არავითარი "შესაძლოა" ან "ვაითუ"... გონებაში ტრიალებს მხოლოდ "გამარჯვება" და "ეს უნდა შეძლო".

იხილეთ სტატია "ქართული მანქანა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია