ლეგენდარული "ილუზიონის" ავტორი და წამყვანი ოთარ სეფიაშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული "ილუზიონის" ავტორი და წამყვანი ოთარ სეფიაშვილი გარდაიცვალა

ოთარ სეფიაშვილი, ლეგენდარული სატელევიზიო გადაცემა "ილუზიონის" წამყვანი გარდაიცვალა. ოთარ სეფიაშვილი უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

ის გასულ წელს, ქვეყნის ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში აშშ-ში მოინახულა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელსვე გაჩნდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გვერდი, რომლის აუდიტორია "ილუზიონის" აღდგენას და ოთარ სეფიაშვილის პირველ არხზე დაბრუნებას მოითხოვდა.

ოთარ სეფიაშვილი 84 წლის იყო. 

იხილეთ "ილუზიონის" ცნობილი ქუდი

67 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს