"კიდევ იქნება ხმაურიანი სიკვდილი!" - ლელა კაკულიამ კახა ბენდუქიძის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა?

"კიდევ იქნება ხმაურიანი სიკვდილი!" - ლელა კაკულიამ კახა ბენდუქიძის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა?

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა... 2014 წლის ივლისში "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ სახლთან, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან საერთო ის აქვს, რომ ორივე მათგანი ლელა კაკულიამ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა. კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ გაზეთ "ქრონიკა +"-სთან ინტერვიუში ლელა კაკულიამ კიდევ ერთი ხმაურიანი სიკვდილი დააანონსა.

- თქვენ ჩემთან ინტერვიუში ასევე რაც ბრძანეთ, ორი ფაქტი დამამახსოვრდა: "გაკოტრდება ერთ-ერთი მსხვილი ბანკი და გაიტაცებენ ცნობილ ბიზნესმენს". ეს ამბავი მომავალში გველოდება? რაიმე მინიშნება დამატებით ხომ არ შეგიძლიათ?

- დამატებით მე ვერაფერს ვეღარ დავამატებ, იმდენად, რამდენადაც რადგან მე ვწინასწარმეტყველებ, ის იწერება და თუ ის იქ არ არის რაიმე დამატების სახით, უნდა დაველოდოთ, რომ ეს ყველაფერი ასრულდეს. ეროსიზე ეს ტრაგედია 2004 წელს ვიწინასწარმეტყველე. ახლა რაც დავინახე, ის უნდა გითხრათ: ბიზნესში ხდება გადანაწილებები, რაც ხალხმა არ იცის, ჩემო კარგებო, ვიღაცა ვიღაცას ართმევს. მინდა ვუთხრა, რომ არ შეგერგებათ. ბიზნესში ჭიდილს და პატარა ომებს ვხედავ, რომელიც გახმაურდება. სხვათა შორის, კიდევ იქნება ხმაურიანი სიკვდილი, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტი, ეს არის ბიზნესმენი. ვინც არის, კი ვხედავ ლანდში, თითქოს, მაგრამ სახეს მკაფიოდ ვერ ვარჩევ, ეს აუცილებლად მოხდება. ასე რომ, იცით, რა არის? - ბიზნესების გადაკეთება ხდება, თუ მათი ენით ვერ ვამბობ. ვინც დაკარგა დიდი ბიზნესები თუ საშუალო განსაკუთრებით, უკან ვერ იღებს. იქნება ლაპარაკი, რომ შეკრულები არიან ისინი, ვინც წაართვა ბიზნესი და ვინც დირიჟორობს ამ ყველაფერს. ისინი ინაწილებენ თვითონ და მის პატრონს არაფერს არ უბრუნებენ, ასეთი ტალღა იქნება.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია