ვის დარჩება კახა ბენდუქიძის ქონება?

ვის დარჩება კახა ბენდუქიძის ქონება?

კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში ჩნდება კითხვა - ვის დარჩება ყოფილი მინისტრის მრავალათასიანი ქონება?- ამ შეკითხვით Bpn.ge-მ ადვოკატებს მიმართა, რომლებიც ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში კანონი საკმაოდ გამოკვეთილ და გარკვეულ პასუხს იძლევა.

ამირან გიგუაშვილი - ადვოკატი: კანონი და სამოქალაქო კოდექსი ამ საკითხს ცალსახად აწესრიგებს: საერთოდ, ქონება პირველი რიგის მემკვიდრეებს რჩებათ ანუ მეუღლეს, შვილებს და დედ-მამას. როგორც ვიცით, ბატონი კახა განქორწინებული იყო, ამიტომ მეუღლე პირველი რიგის მემკვიდრედ ვეღარ ჩაითვლება, თუ ყოფილმა მეუღლეებმა განქორწინების დროს ერთობლივად შეძენილი ქონების გაყოფა მოახერხეს.

თუ ასე არ არის, მაშინ მეუღლეს აქვს უფლება, რომ გარდაცვლილის ქონებაზე რაღაც პრეტენზიები ჰქონდეს. პირველი რიგის მემკვიდრეების არარსებობის შემთხვევაში ქონება რჩებათ მეორე რიგის მემკვიდრეებს - დებს, ძმებს, დისშვილებს, ძმისშვილებს და ა.შ...…თუ მეორე რიგის მემკვიდრეებიც არ ჰყავს, ამ შემთხვევაში ქონების მიღების უფლება უკვე მესამე და მეოთხე რიგის მემკვიდრეებს აქვთ - კერძოდ, ბებიას, პაპას, ბიძებს, დეიდებს, მამიდებს და ა.შ...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია