"ნიჭიერის კარუზოს" მადლიერი მგზავრი - "თავიდან კომიკურად შევხედე, მაგრამ ისე გაგვაოცა, ტელეფონის ნომერიც გამოვართვი’’

"ნიჭიერის კარუზოს" მადლიერი მგზავრი - "თავიდან კომიკურად შევხედე, მაგრამ ისე გაგვაოცა, ტელეფონის ნომერიც გამოვართვი’’

ბოლოს, "ნიჭიერის" შოუზე საოპერო არიების შემსრულებელი ტაქსისტი გევორქ პეტროსიანი გავიცანით, რომელმაც საკუთარი მონაცემებით მრავალრიცხოვანი აუდიტორია გააოცა, მათ შორის მეც და საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე მაშინვე დავდე სტატუსი: "ტაქსიში რომ ჩაჯდები და ტაქსისტი საოპერო არიებს გიმღერებს-მეთქი". მაშინვე გამომეხმაურა ადამიანი, - მე მის ტაქსიში ერთხელ მართლაც მოვხვდი და გამაკვირვაო... რა თქმა უნდა, მას გავესაუბრე.

კახა კაპანაძე, პიცერიის მენეჯერი:

- მისი ტაქსი ისანში გავაჩერე, რადგანაც სახლში, დიღომში მივდიოდი, შემდეგ მეგობრისთვის უნდა გამევლო და კლუბში წავსულიყავით.

- ძვირი დაგიფასათ?

- საკმაოდ მისაღები ფასი მითხრა. შეიძლება ითქვას, იაფიც კი, თანაც წვიმდა...

- რაზე ისაუბრეთ?

- მე და ჩემი მეგობარი ჩვენს საქმიანობაზე ვსაუბრობდით, ორივე სარესტორნო ქსელში ვმუშაობთ... ჩვენს საუბარში ჩაერთო ეს ბატონი და ფაქტობრივად, მოულოდნელად წამოიწყო სიმღერა. ოპერებიდან ცნობილი არიები შეასრულა, თუ რომელი, ახლა აღარ მახსოვს...

თავიდან საკმაოდ უცნაურად და კომიკურად აღვიქვით, მაგრამ იმდენად პროფესიონალურად მღეროდა, რომ ძალიან დიდი პატივისცემით განვეწყვეთ. საკონტაქტო ნომერი გამოვართვი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ დამჭირვებოდა მისი ჰობი.

- საკუთარ იეღოველობაზე არაფერი უთქვამს?

- არა... ძალიან გამიხარდა, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანს შევხვდი, მაგრამ გული დამწყდა, რომ მისი ნიჭი ასე იკარგება. იმის მერე ყველას ვუყვებოდი მასზე და ახლა "ნიჭიერის" შოუში რომ გამოჩნდა, კიდევ უფრო მესიამოვნა. წარმატებები მინდა ვუსურვო...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია