"შავკანიანი აფხაზები" და შავი მონათვაჭრობა საქართველოში

"შავკანიანი აფხაზები" და შავი მონათვაჭრობა საქართველოში

მაქსიმ გორკი სპეციალურად ჩავიდა აფხაზეთში და მოგვიანებით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც "ამტკიცებდა", რომ ნამდვილი კოლხები შავკანიანები იყვნენ და ქართველებთან არაფერი ჰქონდათ საერთო.

XIX საუკუნის II ნახევარში, როდესაც რუსეთის იმპერატორის საგანგებო ბრძანებით აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა და კავკასიის მეფისნაცვლის ემისრებმა შერვაშიძეთა მთელი ქონება აღწერეს, ცნობილი გახდა, რომ მდ. კოდორის შესართავთან - აძვიბჟასა და მის მიმდებარე რამდენიმე სოფელში "შავკანიანი აფხაზები" ცხოვრობდნენ, რომლებიც მთავრის სხვა ქვეშევრდომთაგან მხოლოდ კანის ფერითღა განირჩეოდნენ. აძვიბჟელი შავკანიანების ანუ "არაფების" ("არაფ" აფხაზურად "ზანგს" ნიშნავს) მშობლიური ენა აფხაზური იყო. ზოგიერთმა მათგანმა კი მეგრულიც იცოდა. რაც შეეხება ტანსაცმელს, "არაფებიც" სწორედ ისევე იმოსებოდნენ, როგორც "თეთრი" აფხაზები. როგორც წესი, შავკანიანები შერვაშიძეთა გლეხებად მიიჩნეოდნენ და სხვათა შორის, ისეთივე უფლება-მოვალეობები ჰქონდათ, როგორც თეთრკანიანებს.

"არაფების" შესახებ პირველი ინფორმაცია რუსულ პრესაში 1913 წელს გამოჩნდა. ეთნოგრაფმა ევგენი მარკოვმა გაზეთ "კავკაზში", რომელიც კავკასიის სამეფისნაცვლოს ოფიციალური ორგანო იყო, აფხაზეთში "შავკანიანთა თემის" თაობაზე საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა: "ჩემი ყურადღება მიიპყრო კავკასიისთვის უჩვეულო, ტროპიკულმა ლანდშაფტმა და ციტრუსების პლანტაციების ახლოს მდგარმა, ისლით გადახურულმა ქოხებმა... სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა შავკანიანი იყო, მაგრამ აფხაზურად ეცვა და მეტყველებდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ზანგები აფხაზეთში მხოლოდ შემთხვევითი ელემენტია," - წერდა მარკოვი.

აძვიბჟაში მცხოვრები შავკანიანებით საბჭოთა სპეცსამსახურები დაინტერესდნენ და როგორც წესი, ყველაფერი საქართველოს საზიანოდ გააყალბეს - "არაფები" არც მეტი, არც ნაკლები - კოლხების შთამომავლებად გამოაცხადეს, არგუმენტად კი ჰეროდოტეს ის ლეგენდარული ცნობა მოიშველიეს, რომელშიც "ისტორიის მამა" კოლხთა და ეგვიპტელთა ნათესაობის შესახებ ლაპარაკობს. 1927 წელს ამ საკითხით დაინტერესებული ცნობილი პროლეტარი მწერალი, მაქსიმ გორკი სპეციალურად ჩავიდა აფხაზეთში და ადგილობრივი აღმასკომის თავმჯდომარესთან - მწერალ სამსონ ჭანბასთან ერთად აძვიბჟა მოინახულა, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც "ამტკიცებდა", რომ ნამდვილი კოლხები შავკანიანები იყვნენ და ქართველებთან არაფერი ჰქონდათ საერთო, თანამედროვე აფხაზები კი ამ შავკანიან კოლხთა და თეთრკანიან ქართველთა შერევით წარმოიშვნენ.

გორკის ამ წერილის შინაარსი იმდენად იდიოტური იყო, რომ კრემლის მესვეურებმა საჭიროდ მიიჩნიეს, პროლეტარი მწერლისთვის მსგავს "გამოკვლევათა" წარმოება საერთოდ აეკრძალათ, თუმცა აძვიბჟელი შავკანიანების "კოლხური წარმომავლობის" ჰიპოთეზა სხვა, გორკიზე უფრო კომპეტენტურმა პირებმა განავითარეს: თვით აფხაზური მწერლობის მამამ, დიმიტრი გულიამ თავის წიგნში "აფხაზეთის ისტორია", აძვიბჟაში მოსახლე "არაფები" ეთიოპიიდან მოსული კოლხების შთამომავლებად მიიჩნია. საინტერესოა, რომ დიმიტრი გულიას აზრით, აფხაზეთის აფხაზური სახელი "აფსნი" ეთიოპიის ძველი სახელწოდებიდან ("აბისინია") მომდინარეობს. შესაბამისად, შავკანიანი კოლხები აფხაზეთში თეთრკანიან ურარტუელებს თუ ხეთებს შეერივნენ და ამგვარად წარმოიშვნენ აფხაზებიც. ცხადია, გულიას ეს თეორიაც ისტორიული სინამდვილისგან საკმაოდ შორს იყო, მაგრამ კრემლის მესვეურთა გათვლით, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელს ტყუილიც დაეჯერებოდა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია