ვინ როგორ აფასებს კახა ბენდუქიძის მთაწმინდაზე დაკრძალვის იდეას

ვინ როგორ აფასებს კახა ბენდუქიძის მთაწმინდაზე დაკრძალვის იდეას

გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის ექსმინისტრ კახა ბენდუქიძეს ლონდონიდან დღეს ჩამოასვენებენ. რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემდეგი ინიციატივით გამოვიდა: "კახა ბენდუქიძე, როგორც უპრეცედენტოდ დიდი საერთაშორისო სახელის მქონე ქართველი, საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი უნდა დაიკრძალოს მთაწმინდის პანთეონში. თუ ამას ესენი არ იზამენ, ნებისმიერი მომავალი ნორმალური მთავრობა ამას აუცილებლად გააკეთებს!" კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ციხიდან გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. გამოსამშვიდობებელ წერილში ის კახა ბენდუქიძეს ილია ჭავჭავაძეს ადარებს და წერს: "კახასთან შეუძლებელი იყო ურთიერთობა კამათის და შემდეგ ჩხუბის გარეშე. ყოველი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, მე მქონდა საპატიო მისია - შერიგების ორგანიზება. შერიგების მისიას ყოველთვის ვიწყებდი ორბელიანის ფრაზით ნათქვამს ილია ჭავჭავაძის მიმართ:" ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი". .. მე ვიცი, რომ გავა არც ისე ბევრი წელიწადი და ორ "ბურთივით მრგვალ ლიბერალს " შორის შთამომავლობა ძალიან ბევრს იპოვის საერთოს, განსხვავებას კი ძალიან ცოტას!"

დავინტერესდით რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები ექსპეზიდენტის იდეაზე?

დავით (დეფი) გოგიბედაშვილი, პოეტი:

- კახა ბენდუქიძის დამსახურება საქართველოს წინაშე დიდია, მან განუზომლად წინ წასწია საქართველოს ეკონონიკა. კახა იყო გენიალური ადამიანი, რომელიც დააკლდება საქართველოს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია