გაყინულ ხინკალში პათოგენური მიკროორგანიზმი აღმოაჩინეს - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

გაყინულ ხინკალში პათოგენური მიკროორგანიზმი აღმოაჩინეს - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, შპს "კედარის" მიერ წარმოებული ნახევარფაბრიკატები არ მიირთვას.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შპს "კედარის" მიერ 9 ოქტომბერს გამოშვებული გაყინულ ხინკალში აღმოჩენილია "ლისტერია მონოციტოგენეზი" - პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

"ანალოგიური განცხადება გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, როდესაც ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს "კედარის" მიერ 4 ოქტომბერს წარმოებულ გაყინულ ქაბაბში ლისტერია მონოციტოგენეზი აღმოჩნდა, რის შემდეგაც საწარმოში უნდა ჩატარებულიყო არაგეგმური ინსპექტირება. თუმცა, ადგილზე მისულ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო დახურული დახვდათ",-აცხადებენ სურსთაის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, შპს "კედარს" საწარმოო პროცესი დღემდე შეჩერებული აქვს, მაგრამ სარეალიზაციო ქსელში კვლავ არის განთავსებული მის მიერ ოქტომბერში წარმოებული ნახევარფაბრიკატები, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ასევე საფრთხის შემცველი იყოს.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს შპს კედარის" მიერ წარმოებული პროდუქციის მიღებისაგან. ამჟამად მიმდინარეობს ნედლეულის შესწავლა და უახლოეს პერიოდში დადგინდება, რა გზით დაბინძურდა აღნიშნული ნახევარფაბრიკატები პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან, რის შესახებაც დამატებით ინფორმაცია გავრცელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია