თბილისში საცხოვრებელი უბნების პრესტიჟულობა შეიცვალა

თბილისში საცხოვრებელი უბნების პრესტიჟულობა შეიცვალა

"რეზონანსისა" და "ეისითის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისელებისთვის ე.წ. პრესტიჟული უბნები ნაკლებ პრიორიტეტული გახდა. როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ისინი უძრავი ქონების შეძენისას უფრო მეტად ისეთ უბნებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ნაკლები ხმაური, მოძრაობა და გამონაბოლქვია. სასურველ ადგილებად კი საბურთალო (30%), დიდუბე-დიღმის მასივი (17%) და ნაძალადევი (11%) დასახელდა. ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ უბნად მიჩნეული ვაკე დიღმის მასივს 8%-ით ჩამორჩება.

უმეტესობა, თბილისში ბინის ყიდვისას, უბანს იმისდა მიხედვით არჩევს, თუ რამდენად მოსახერხებელ, წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს იგი. "რეზონანსმა" მცირე გამოკითხვის მიხედვით დაადგინა, რომ მობინადრეთა დიდი ნაწილი ხმაურიან, მანქანებით გადაჭედილ, გამონაბოლქვით გაჟღენთილ ქალაქს გაურბის. ასევე გავარკვიეთ, რომ უძრავი ქონების მიმართ ინტერესი სტაბილურად შენარჩუნებულია, თუმცა გახშირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ყიდვის ფაქტი.

ამ საკითხზე უფრო მასშტაბური კვლევა - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა ("ეისითი") განახორციელა. გამოკითხვა ექსკლუზიურად ინტერნეტჟურნალ "მარკეტისთვის" ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 417-მა ზრდასრულმა თბილისელმა მიიღო.

მათ მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ უძრავი ქონების შეძენის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა - 30%, დიდუბე-დიღმის მასივში ბინის შეძენით დაინტერესებულია 17%. თბილისს გარეთ ცხოვრება 13%-ს სურს. შემდეგ მოდის ნაძალადევი-11%, ხოლო ვაკე-ბაგები - 9%-ით.

417 თბილისელს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ პოტენციური მყიდველები უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებენ, სადაც ცხოვრობენ ან სადაც მათი ახლობლები არიან დასახლებულნი. გარდა ამისა, ყურადღებას აქცევენ კონკრეტული უბნის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სამსახურთან თუ სასწავლო დაწესებულებასთან სიახლოვეც უბნის შერჩევის საკმაოდ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია