"ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღმა" უმასპინძლა - გაუფრთიხლდით ბუნებას, ხეებს და გარემოს

"ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღმა" უმასპინძლა - გაუფრთიხლდით ბუნებას, ხეებს და გარემოს

"ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღმა" უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოზარდებისთვის გაიმართა ეკო-გაკვეთილები. მათ მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს. პატარებისთვის კი გაიმართა ფოკუსების შოუ. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იყვნენ "თბილისის მწვანე სკოლისა" და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები. მათ "ტყის კვირეულის" ფარგლებში გარემოს დაცვის თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეგახსენებთ, რომ WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით "ტყის კვირეული" 23 ნოემბერამდე გაიმართება. კვირეულს მასპინძლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი "კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში". 4 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 150 ჰექტარის ტერიტორიაზე დაირგო 100 ათასი ხის ნერგი და დაიხარჯა 1, 5 მილიონი ლარი.

კვირეულმა სტარტი კი წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე 15 ნოემბერს აიღო. ღონისძიება 2012-2014 წლებში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF -ის წარმომადგენლები უწევდნენ.

მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF -ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად სერთიფიკატი გადაეცათ.

17 ნოემბერს, "ტყის კვირეულს" ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისთვის ეკო-გაკვეთილი გაიმართა. მათ WWF -ის წარმომადგენლები ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასწავლეს, როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს, ბავშვებმა ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

"ტყის კვირეული" ასევე მოიცავს სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს:

დღეს, 21 ნოემბერს, ბრენდირებული ავტობუსით პანდები და პრომო გოგონები ბუშტებით ხალხმრავალ ადგილებში (თავისუფლების მოედნიდან - ზოოპარკამდე) იმოძრავებენ. გაჩერებებზე გოგონები ბავშვებს აცნობენ "ტყის კვირეულის" შესახებ და მოუწოდებენ ბუნების დაცვისკენ.

22 ნოემბერს, "ტყის კვირეულს" ხაშური უმასპინძლებს. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე გაიმართება ტური ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილე სპეციალურ ტერიტორიაზე დარგავს ხეს. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭება ახალი სახელი და ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად ტურში სტუმრობისთვის გადაეცემა სერტიფიკატი.

23 ნოემბერს, "ტყის კვირეულს" ზოოპარკი უმასპინძლებს. გაიმართება "ეკო გაკვეთილი", რომლის ფარგლებშიც მოხდება ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტი გააცნობს, თუ როგორ ხდება ხის ნერგის დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს. მხატვრები ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე დაახატავენ პანდა-ტატუს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად ხდებიან "ტყის კვირეულის" მონაწილენი. პატარებს გაართობენ სპეციალურად კვირეულისთვის მოწვეული "ქუჩის თეატრის" მსახიობები, ოჩოფეხებიანი კლოუნები და ანიმატორები.

კვირეულის განმავლობაში WWF -ის წარმომადგენლები მედიასთან შეხვედრას გამართავენ, სადაც ტყის სერთიფიცირების FSC -ის შესახებ ისაუბრებენ, გააცნობენ მის არსსა და საჭიროებას.

"ტყის კვირეულის" პარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდამჭერები არიან "პალიტრა მედია", "IთV ჯგუფი", გაზეთი "ჩაუცასიან Bუსინესს ჭეეკ", "ფოკუს ტვ" და ჟურნალი "ფოკუსი". საკომუნიკაციო კაპმანიას უზრუნველყოფს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა".

WWF  მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი კონსერვაციული ორგანიზაციაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და მოღვაწეობს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენი მისიაა, შევაჩეროთ გარემოსთვის ზიანის მიყენება და შევქმნათ მომავალი, სადაც ადამიანი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს.

რეგიონალური პროექტი "კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში" ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF ) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განხორციელების პერიოდია 2011-2015 წლები.

ზემოაღნიშნული რეგიონალური პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებისადმი ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ზოგადი მიზანი უკავშირდება ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების გავლენის შედეგად ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ამავე ფაქტორების გავლენის შედეგად ტყის ეკოსისტემების (ტყეების) სასარგებლო და დაცვითი ფუნქციების შესუსტება. თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნება და ტყეების სასარგებლო და დაცვითი ფუნქციები ხელს უწყობს ადგილობრივი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) მოსახლეობის საარსებო პირობების – შემოსავლების წყაროების შენარჩუნებას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია