"ადგილი დაკავებულია": აქცია-პერფორმანსი რუსთაველზე, რომელიც მძღოლების ცნობიერებას შეცვლის

"ადგილი დაკავებულია": აქცია-პერფორმანსი რუსთაველზე, რომელიც მძღოლების ცნობიერებას შეცვლის

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, რასთან დაკავშირებითაც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდ "სიცოცხლის ხის" ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. პარკირების ადგილას, აქციის ორგანიზატორმა სპეციალური გადასაადგილებელი ეტლები დააყენეს, რითაც სიმბოლურად მხარი დაუჭირეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

"ამ აქციას ადამიანებმა "ადგილი დაკავებულია" დაარქვეს. 3 დეკემბერი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ ერთი ორიგინალური აქცია გავმართეთ, რომლითაც გვინდა საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ. დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარკირების ადგილებზე განთავსებულია ეტლები, ერთადერთი ადგილია თავისუფალი და ეს ადგილი მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის არის განკუთვნილი. ამ აქციას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, მოდიან ძალიან აგრესიული მძღოლები, რომლებიც ცდილობენ ეტლები გადასწიონ და მანქანა დააყენონ, თუმცა არიან ისეთი მძღოლებიც, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ამ აქციას", - განაცხადა ფონდ "სიცოცხლის ხის" დირექტორმა თორნიკე გურულმა.

ambebi.ge დაინტერესდა მოსახლეობის შეფასებით, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ ეტლებს, სადაც მანქანები ეგულებოდათ.

"ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ქუჩაში გამოდიხარ და მოსახლეობისთვისაც მისაღებია ეს აქცია. ძალიან იშვიათად ტარდება ასეთი აქციები, სასურველი იქნება თუ ხშირად ჩატარდება და, ასე ვთქვათ, საზოგადოებას მივაჩვევთ", - თავისი აზრი გაგვიზიარა მარიამ კასრაძემ.

"დილას რომ გამოვედი, ძალიან გამაკვირვა ამ ყველაფერმა, არ ვიცოდი ასეთი დღის არსებობის შესახებ. მივესალმები ასეთ რაღაცას და ხშირად უნდა ხდებოდეს ასეთი აქცია-პერფორმანსები", - საკუთარ შთაბეჭდილებზე გვესაუბრა სოფო მერკვილაძე.

დეტალურად, ვიდეო პრეზენტაციას, ამ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოება სამ დეკემბერს "ნანუკას შოუში" იხილავს.

გიორგი ხარშილაძე

Ambebi.ge

ანი ბურდულის ფოტო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია