ჰიპოკრატეს ფიცს შეწირული აფხაზი ექიმის ტრაგიკული ამბავი

ჰიპოკრატეს ფიცს შეწირული აფხაზი ექიმის ტრაგიკული ამბავი

ქართულ-აფხაზური ომის უცნაურობები არაერთხელ ყოფილა ჟურნალისტების გაოცების მიზეზი. ამ ორი ერის მტრობის ფენომენს არაერთხელ გაუკვირვებია თავად აფხაზებიცა და ქართველებიც, რასაც საფუძველი ნამდვილად ჰქონია. 1992-93 წლების ომის დროს, ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოში, როგორც უამრავი სხვა საკითხი, სამხედრო სამედიცინო სფეროც იმდენად მოუწესრიგებელი იყო, რომ სრული დატვირთვით მოქმედ საავადმყოფოებსა და მედპუნქტებში უამრავი შემზარავი ფაქტი ხდებოდა. ჩვენი აფხაზი რესპონდენტი ირინა აშუბა სოხუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ ამბავს გვიყვება: აფხაზეთში აღიარებულმა ექიმმა დაჭრილი ქართველი პაციენტი არ მიატოვა და ამის გამო, ის მისმა თანამემამულეებმა ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს.

ირინა აშუბა:

- ქართულ-აფხაზურ ომამდე სოხუმში ვცხოვრობდით. მამაჩემიც სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. უამრავ საინტერესო რამეს მიყვებოდა ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, ზოგს კარგს და ზოგსაც - ცუდს. ინტელიგენტი ადამიანი იყო. სამედიცინო განათლება ლენინგრადში ჰქონდა მიღებული და უამრავი ქართველი კოლეგა და მეგობარი ჰყავდა.

იმ დროს ლენინგრადის სამედიცინო უნივერსიტეტი მთელ საბჭოთა კავშირში აღიარებული იყო და იქ სასწავლებლად ყველა რესპუბლიკიდან ჩადიოდნენ... უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მამა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში ქირურგად მუშაობდა და მას ყველა დიდ პატივს სცემდა. ძალიან ხშირად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, თბილისშიც ჩადიოდა. ყოველთვის სათამაშოები ჩამოჰქონდა და ამბობდა, თბილისში ერთი კარგი მაღაზიაა - "ათასი წვრილმანი" ჰქვია და მართლა ათასი რამის შეძენა შეიძლებაო. დახუნძლული ბრუნდებოდა იქიდან და რაღაცნაირი, თბილი ღიმილით იტყოდა, - რა თეთრი ხალხია, კაცო, ეს თბილისელები, მზე არ ეკარებაო!..

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია