"საქართველო აღარ არსებობს თუ აქ ასე აზროვნებენ!" - რამ აღაშფოთა გივი სიხარულიძე

"საქართველო აღარ არსებობს თუ აქ ასე აზროვნებენ!" - რამ აღაშფოთა გივი სიხარულიძე

"სასწაულს ელი, როგორც მამას უნდა,

სამშობლო გესმის, როგორც მამას უნდა,

დახოცავ ყველას, ვინც მამას უნდა,

არ მისმენ მე, რადგან მამას არ უნდა.

შენ გავხარ მამას, შენს ახვარ მამას...", -ეს არის ამონარიდი ერეკლე დეისაძის იმ სიმღერის ტექსტიდან, რომელსაც ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სხვა რაკურსი" აურზაური მოჰყვა. სიმღერა განსაკუთრებულად გააპროტესტეს გივი სიხარულიძემ და ბესო ჩუბინიძემ. პასუხად ერეკლე დეისაძემ განაცხადა: "საქართველო იმით კი არ იღუპება, რომ ვიღაც ბურჭულაძე, თუ დეისაძე და ბუღაძე ამეებს დაწერენ.. პრობლემა სხვა რამეშია... საქართველო უკვე დაიღუპა ძალიან ბევრჯერ. პირველად მაშინ, როცა დავიბადე და ერთმანეთს ავტომატებით ხოცავდით მამების თაობა რუსთაველზე... არავის პირადად არ ვეხები, მაგრამ ფონს გეუბნებით სად გავიზარდე. ჯერ ერთმანეთს ხოცავდით ქართველები რუსთაველზე, მერე იქედან მოყოლებული ორი ომი, რევოლუციები, კოშმარი და... ახლა აქ ვიღაცები, სხედან და ამგვარი რეაქციით - საქართველო იღუპება! ავტომატი მაინც არ გვისვრია ჩვენ და თქვენი შეცდომების გამო ჩემმა თაობამ 2008-ში ისროლა უკვე!"

დავინტერესდით, რამ აღაშფოთა გივი სიხარულიძე:

-საოცარია, მეკითხებით კიდევაც, თუ რამ გამოიწვია ჩემი აღშფოთება? - ეს დეისაძეები, ბურჭულაძეები და ქარუმიძეები თქვენ არ გაშფოთებთ? რომ წერენ დედაჩემთან მინდებაო?! ვუსამძიმრებ ამათ მშობლებს და ჩვენს თავსაც, იმიტომ რომ ესენი საქართველოს შვილებიც არიან. საქართველოს თუ ეგეთი შვილები ჰყავს, მთელმა მსოფლიომ უნდა მოგვისამძიმროს... საქართველო აღარ არსებობს თუ აქ ასე აზროვნებენ!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია