5 რამ, რაშიც ქართველები ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

5 რამ, რაშიც ქართველები ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

რაში იხარჯება ქვეყნის მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები და როგორია ეს მონაცემები ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებაში?

ქვეყანაში მოსახლეობის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯებისა და პრიორიტეტების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, თუ რამდენად ძლიერია ქვეყნის ეკონომიკა და, შესაბამისად, მოსახლეობა. ამ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველ წელს აქვეყნებს. რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ქვეყნის მოსახლეობა, მით მეტ თანხას ხარჯავს სურსათზე, თამბაქოსა და სასმელზე. ასეა საქართველოშიც. შემდეგ მოდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საოჯახო მოხმარების საქონელი, ჯანდაცვა, სათბობი და ელექტროენერგია.

რაში იხარჯება ქვეყნის მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები და როგორია ეს მონაცემები ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებაში? ამ და სხვა საინტერესო თემაზე ბპნ.გე ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

სოსო არჩვაძე: ,,საქართველოში სამომხმარებლო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი, 30% სურსათს უკავია, რაც შეეხება სამომხმარებლო ფულად ხარჯებს, სურსათის მაჩვენებელმა 40%-საც შეიძლება მიაღწიოს. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სამომხმარებლო ხარჯებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებაა ღარიბი და მდიდარი მოსახლეობის მონაცემებს შორის. მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში ღარიბი მოსახლეობის ფულადი წილი სურსათში 58 პროცენტია, ხოლო მდიდრებისა 18 პროცენტი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სასურსათო ხარჯებში შედის ნატურალური მოხმარება, რაც საკუთარი მეურნეობიდან მიღებულ პროდუქტს, ან სულაც ნაჩუქარ პროდუქტს გულისხმობს".

სოსო არჩვაძის თქმით, სამწუხაროდ საქართველო არის მსოფლიო ქვეყნების იმ პირველ ათეულში, სადაც მთლიან ჯანდაცვის ხარჯებში მოსახლეობის მიერ გაწეულ ხარჯებს ყველაზე მეტი წილი უკავია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემა მწირია და ვერ აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარეობს. საქართველოს მშპ (მთლიადი შიდა პროდუქტი) საშუალო მსოფლიო ანალოგიური მაჩვენებლის მესამედის დონეზეა, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა მიმართულება თანაბრად იყოს დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ის გაწეული ფულადი ხარჯების თითქმის მეოთხედს შეადგენს, ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯები კი თითქმის 10%-ს უტოლდება. ეს მონაცემი ყოველ წელს იზრდება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია