რესტორნები თბილისში, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცია აღმოჩენილი

რესტორნები თბილისში, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცია აღმოჩენილი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის რესტორნებიდან საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს წარმომადგენლებმა რესტორნებიდან საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.

"რესტორნებში "ჭაშნაგირი" (შპს "გურთა"), "თეთრი სახლი" (შპს კამი-გრუპი"), "გაგრა" (შპს "კარაველა") და "უშბა" (ი/მ "დინარა სულაქველიძე") ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა #2, რაც იმის დასტურია, რომ ხორცი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგანეტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხორცი დალუქეს და კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია