არასათანადო პირობების შემთხვევაში პატრონს შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ

არასათანადო პირობების შემთხვევაში პატრონს შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ

ცხოველთა კეთილდღეობის ეროვნული სტრატეგია, რომელიც არასამთავრობოებმა პარლამენტში უკვე წარადგინეს, არასათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, პატრონისთვის შინაური ცხოველის ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაწანწალა ცხოველების მოვლაზე კი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

სტრატეგიის მიხედვით, დარეგულირდება იმ პირთა საქმიანობაც, ვინც ცხოველების გამრავლების ბიზნესით არის დაკავებული. მათ სპეციალური ლიცენზიის მოპოვება დასჭირდებათ. ცხოველების გაყიდვა დაშვებული იქნება მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ ადგილებში და შესაბამისი ნორმების დაცვით.

შემგროვებლობის სახელით ცნობილ ფსიქიკური დარღღვევის შემთხვევაში, პატრონს ცხოველს ჩამოართმევენ, რეციდივის შემთხვევაში კი - ცხოველების ყოლა აიკრძალება. პროექტის მიხედვით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ცხოველთა ორთაბრძოლები აიკრძალება და ცხოველთა სასტიკი მოპყრობისთვის დამამძიმებელი გარემოებებით დაწესდება მკაცრი სასჯელი. ცხოველების ჩხუბზე წაქეზება კი დაჯარიმებას დაექვემდებარება.

პროექტი მკაცრ კონტროლს ითვალისწინებს ინტერნეტსივრცეში ვიდეობის განთავსებაზე. ასევე, სასტიკ პროპაგანდად ჩაითვლება მოლაპარაკებები ჩხუბის ჩატარების შესახებ; სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა ცხოველის წვრთნა და მისთვის ტკივილის მიყენება.

კანონპროექტის ავტორების თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა იკრძალება, თუმცა არ არსებობს ზუსტი განმარტება, რა იგულისხმება ამ ტერმინში. მათივე თქმით, ცხოველი მგრძნობიარე არსებად არის მიჩნეული და ტერმინი "მეპატრონე" "მეურვით" უნდა შეიცვალოს.

პროექტი ითვალისწინებს გადასახადების დაწესებას ცხოველის მფლობელთათვის. იქვე განმარტებულია, რომ წლიური გადასახადი არ უნდა იყოს მაღალი, თანხები კი მოხმარდება პოპულაციის მართვის პროგრამის დაფინანსებას. მიკედლებული, თავშესაფრიდან ან ქუჩიდან აყვანილი ცხოველის მფლობელი სასურველია გათავისუფლდეს გადასახადებისგან, რათა ხელი შეეწყოს ქუჩის, ან თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველებისთვის პატრონის მოძიებას.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია