კახა ბენდუქიძის ახლობლებს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიუსამძიმრეს

კახა ბენდუქიძის ახლობლებს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიუსამძიმრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დავით უსუფაშვილი კახა ბენდუქიძის სამოქალაქო პანაშვიდზე, დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში იმყოფებოდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

პანაშვიდზე საპარლამენტო უმრავლესობისა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი კახა ბენდუქიძეს, საჭიროდ ჩავთვალე, სამძიმარზე მოვსულიყავი", - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა შალვა შავგულიძემ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონში გარდაიცვალა. კახა ბენდუქიძეს დღეს დაკრძალავენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია