"გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები" - სააკაშვილის სევდიანი წერილი

"გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები" - სააკაშვილის სევდიანი წერილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც ცნობილი მიზეზების გამო კახა ბენდუქიძის დაკრძალვას ვერ ესწრება, Facebook-ზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც სააკაშვილი კიდევ ერთხელ იხსენებს ბენდუქიძესთან უკანასკნელ შეხვედრასა და გეგმებს, რომელიც ეკონომიკის ყოფილ მინისტრს განუხორციელებელი დარჩა.

"ბოლოს შეხვედრა - რამდენიმე დღის წინ, ლონდონიდან ბრიუსელში ჩამომაკითხა.

კახას ბევრი გეგმა ჰქონდა. უახლოეს დღეებში ინიშნებოდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრად, ყველაზე რთულ დროს, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს აბარებდნენ უკრაინელები, მშობლიური ქვეყნიდან ოფიციალურად დევნილსა და მოძულებულს.

უკრაინის გადარჩენას, საქართველოს დახსნის წინაპირობად განიხილავდა და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ ბრუნდებოდა სამშობლოში. და, აი დაბრუნდა, მაგრამ არა ისე როგორც მას და მის მეგობრებს წარმოგვედგინა… თუმცა, კახა არსად წასულა! ის მის უნივერსიტეტშია! ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტებშია! მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ მის რეფორმაშია! ის თითოეულ პატრიოტშია! კახა მთელ საქართველოშია!

ვინც მას დევნიდა, ის მუდამ წარსულად დარჩება თავისი საქმეებით. ბენდუ კი მომავალია. ყველაფერი ის რაც მან გააკეთა - მომავალია!

გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები, მაგრამ შორიდან ვეუბნები - ნახვამდის ჩემო ყველაზე საყვარელო მეგობარო და თანამოაზრევ. ვინც როგორ უნდა ისე სცადოს ხელის შეშლა, მაგრამ ჩვენ შენთან ერთად კიდევ დიდი საქმეები გველის წინ!", - წერს სააკაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია