პატიმარს ხორცი საკუთარი კბილებით აქვს ამოჭმული - "მხოლოდ ბედუკაძის ფილმებზე გვაქვს რეაქცია?"

პატიმარს ხორცი საკუთარი კბილებით აქვს ამოჭმული - "მხოლოდ ბედუკაძის ფილმებზე გვაქვს რეაქცია?"

"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ბათუმის ციხეში 25 წლის პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ის გლდანის #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატ მარინა კაკაურიძის ინფორმაციით, პატიმარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე საერთო ჯამში 80 ნაკერი ადევს. მისივე თქმით, თვითდაზიანება ბათუმის #3 დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო მიიღო.

"პატიმარი განმარტავს, რომ მის მიმართ ჰქონდა ადგილი არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას. კერძოდ, ის ჰყავდათ განსაკუთრებული ტიპის საკანში ხელებზე და ფეხებზე ბორკილებით, იყო ნაცემი, მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედება, რამაც მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარ თავს მიაყენა დაზიანებები; მათ შორის, პატიმარს ამოჭმული აქვს ხორცი თითზე საკუთარი კბილებით", - აცხადებს "აჭარის ტელევიზიასთან" საუბრისას პატიმრის ადვოკატი მარინა კაკაურიძე.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის გათვალისწინებით, უწყება მედიისთვის არ ასაჯაროებს.

ინფორმაციის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელებში რეაქცია მოჰყვა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ეს რეაქცია არ არის სათანადოდ მწვავე. "არ მესმის ჩვენი ხმა. რა ხდება? მარტო ვიზუალურ ინფორმაციაზე და ბედუკაძის ფილმებზე გვაქვს რეაქცია?", -წერს Facebook-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია