ცნობილი ადამიანები კახა ბენდუქიძის დაკრძალვაზე (+13 ფოტო)

ცნობილი ადამიანები კახა ბენდუქიძის დაკრძალვაზე (+13 ფოტო)

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

კახა ბენდუქიძის პანაშვიდი დღეს დილიდან დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში მიმდინარეობდა. საუნივერსიტეტო კამპუსში შეკრებილი იყვნენ ყოფილი მინისტრის თანაგუნდელები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები. კახა ბენდუქიძის ახლობლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მიუსამძიმრა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატები.

ოჯახს მიუსამძიმრეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ და მეუღლემ – სანდრა რულოვსმა.

კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონში 13 ნოემბერს გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: ატირებული სანდრა რულოვსი კახა ბენდუქიძის დაკრძალვაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია