უნდა მუშაობდეს თუ არა ცოლი და როდის არის საჭირო ძიძა - ცნობილი მამაკაცების აზრი ოჯახურ საკითხებზე

უნდა მუშაობდეს თუ არა ცოლი და როდის არის საჭირო ძიძა - ცნობილი მამაკაცების აზრი ოჯახურ საკითხებზე

ძიძის ინსტიტუტი ბევრ დედას ეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში და ხელს უწყობს იმაში, რომ შვილის გაჩენის შემდეგაც იფიქროს კარიერაზე. ამჯერად გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, როგორი დამოკიდებულბა აქვთ ძიძის აყვანის თაობაზე მამებს, როდის თვლიან ამის აუცილებლობას და როგორ უყურებენ საერთოდ ქალის მუშაობის საკითხს. ამ თემაზე სასაუბროდ კახა მიქიაშვილს და გია ბაღაშვილს დავუკავშირდით. ამ უკანასკნელისგან შევიტყვეთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მესამე ქალიშვილის მამა გამხდარა.

გია ბაღაშვილი: "ძიძა ერთად შევარჩიეთ"

- 12 ნოემბერს ოჯახში პატარა მარიამი შემოგვემატა, რომელიც ძალიან საყვარელი ადამიანია, დები ელოდნენ და ძალიან თბილად შეხვდნენ, მეტად მეგობრული განწყობაა ოჯახში.

- გია, უშუალოდ ჩვენს თემაზე, ძიძაზე გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაშია აუცილებელია ძიძის აყვანა?

- სწორად ახსენეთ სიტყვა აუცილებლობა. ვფიქრობ, იმ შემთხვევაში უნდა ავიყვანოთ ძიძა, როცა ამის აუცილებლობა დგება, როცა დედისთვის ფიზიკურად რთული ხდება ამ სიტუაცის დაძლევა, მით უმეტეს, თუ შვილების რაოდენობდა იმატებს. დღევანდელ ვითარებაში რთულია ყველაფრისთვის ერთად თავის მობმა. ჩვენც სულ ცოტა ხნის წინ შემოგვამატა ძიძა.

ჩემი მეუღლე უნივერსიტეტს ამთავრებს, კავკასიის ბიზნეს სკოლაში სწავლობს, სადაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ. იქ სწავლა იმ ადამიანისთვისაც კი რთულია, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს და ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ თამუნა მუშაობს ჩემთან ერთად, უწევს პროდუსერობას ჩემს პროექტებს, ხელმძღვანელობს მარკეტინგის განყოფილებას, დამეთანხმებით, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი და გრაფიკი გამოსდის. მიუხედავად ამისა, თავისი დროის 90%-ს უთმობს ოჯახს და ბავშვებს, დანარჩენ 10%-ს კი შევსება ნამდვილად სჭირდება.

- პირადად თქვენ თუ ჩაერიეთ ძიძის შერჩევის საკითხში?

- კი, ჩვენ ერთობლივად ვწყვეტთ საოჯახო თემებს და მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს. რასაკვირველია, ჩავერიე, იმიტომ, რომ ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პიროვნებას, ვინც უნდა გახდეს ოჯახის შემადგენელი ნაწილი.

- სააგენტოს დახმარებით აიყვანეთ ძიძა?

- როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, მივხვდი, რომ სააგენტო ამ მხრივ ბევრ რამეს აიოლებს და ამ გზით ძიძის აყვანა უფრო გამართლებული ფორმაა. 100%-იანი გარანტია ადამიანს არაფერში არ აქვს, მაგრამ რისკფაქტორებს ნამდვილად ამცირებს.. თავად სააგენტოს აქვს მოთხოვნები ძიძების კანდიდატებთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ფლობს ინფორმაციას ნასამართლეობის თაობაზე

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია