დაბნელდება თუ არა დედამიწა ექვსი დღით და რა არის ყველაზე დიდი საფრთხე დედამიწისთვის?

დაბნელდება თუ არა დედამიწა ექვსი დღით და რა არის ყველაზე დიდი საფრთხე დედამიწისთვის?

ბოლო დროს, სოციალური ქსელებით, განსაკუთრებით კი - "ფეისბუკით", აქტიურად ვრცელდება ნიუსი, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასე ჟღერს: "აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში დედამიწა ექვსი დღით დაბნელდება. ეს ამბავი სააგენტო huzlers.com-მა ნასას სპეციალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც "ნასას" სპეციალისტები განმარტავენ, დედამიწის დაბნელება შესაძლოა 16 ან 22 დეკემბერს მოხდეს. სააგენტოს ინფორმაციით, დედამიწის დაბნელების მთავარი მიზეზი მზის ქარიშხალია, რომელიც პლანეტას რამდენიმე დღით დააბნელებს და მტვერი მზის შუქის 90%-ს დაფარავს. "ნასას" სპეციალისტები განმარტავენ, რომ დედამიწის დაბნელება მზის ქარიშხლების ისტორიაში ყველაზე გასაოცარი ფაქტია, რომელიც 216 საათს გაგრძელდება, თუმცა, დედამიწას სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს".

ბუნებრივია, ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და ბევრმა დაიჯერა, რომ დეკემბერში დედამიწაზე 6-დღიანი სიბნელე უნდა ჩამოწვეს. მოგვიანებით საპირისპირო მოსაზრებაც გავრცელდა: როგორც გაირკვა, ჰუზლერს.ცომ-მა დეზინფორმაცია გაავრცელა, რითაც ყველა შეცდომაში შეიყვანა. ეს ინფორმაცია თვითონ "ნასამაც" არ დადასტურდა, მაგრამ ექვსდღიანი სიბნელის პერსპექტივამ ძალიან ბევრი ადამიანი დააფრთხო. რატომ ვრცელდება მსგავსი ამბები და რატომ იჯერებს მას მთელი მსოფლიო? - ამ შეკითხვით თსუ-ის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს - ზურაბ კერესელიძეს მივმართეთ:

- ცნობილი ფაქტია, რომ განედის მიხედვით დღე-ღამე მორიგეობით იცვლება და ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობის გამო, როდესაც ჩრდილოეთში არის ზაფხული, სამხრეთში ზამთარია. შესაბამისად, როდესაც ჩრდილოეთ პოლუსზე არის დღე და - პირიქით. ასე რომ, განედის მიხედვით დღე-ღამის ცვალებადობა ბუნებრივი მოვლენაა და ამ კანონზომიერების შეცვლა პირადად მე, წარმოუდგენლად მიმაჩნია. როგორც ჩანს, ადამიანები ადვილად იჯერებენ მსგავს დეზინფორმაციებს. გაიხსენეთ 2012 წლის დეკემბერი, როდესაც ნახევარი მსოფლიო სამყაროს აღსასრულს ელოდა. ამ ინფორმაციამ მსოფლო აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ დედამიწაზე არაფერი მომხდარა.

- რატომ იჯერებენ ადამიანები ამგვარ ისტორიებს?

- ბევრი რამის გამო: ზოგს რელიგიური მოსაზრებები ამოძრავებს, ზოგს არცოდნა ან ბუნებისადმი ქვეცნობიერი შიში, ზოგს კი - ცრურწმენა. ამის გამო ადამიანები არ ცდილობენ, გადაამოწმონ ინფორმაცია. მაგალითად: საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია კუდიანი ვარსკვლავის თემა. საუკუნეების განმავლობაში სჯეროდათ, რომ მისი გამოჩენა ცუდ ამბავს მოასწავებდა, კუდიანი ვარსკვლავის შესახებ ძალიან ბევრ ლეგენდაში მოგვითხრობენ და რაც მთავარია, ის ფიგურირებს ახალ აღთქმაში, როდესაც მოგვებმა დაინახეს ცაზე კუდიანი ვარსკვლავი. ასეთი ვარსკვლავის გამოჩენაც ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ეს არის კომეტა - კოსმოსური ობიექტი, რომლის ბირთვი არცთუ ისე დიდია, ეს არის კოსმოსური ყინულის მასა, რომელსაც უზარმაზარი კუდი აქვს. მისი კუდის სიგრძე შეიძლება მილიონობით კილომეტრიც კი იყოს, ამიტომაც ჩანს ასე კარგად დედამიწიდან. სწორედ ეს არის ე.წ. კუდიანი ვარსკვლავი, რომელიც არცთუ იშვიათი მოვლენაა. ცრურწმენა ადრეც "მუშაობდა" და დღესაც "მუშაობს", რის გამოც კუდიანი ვარსკვლავის გამოჩენას რაღაც ზებუნებრივ ძალას მიაწერენ. სხვათა შორის, სვეტიცხოველში არის შესანიშნავი ფრესკები, სადაც კუდიანი ვარსკვლავია გამოსახული. ადამიანები მსგავს მოვლენებს ყოველთვის აკვირდებოდნენ და მისტიკურ მნიშვნელობას აძლევდნენ....

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია