"რეალურად პენსია 10 ლარით კი არა, მხოლოდ 1 ლარით იზრდება"

"რეალურად პენსია 10 ლარით კი არა, მხოლოდ 1 ლარით იზრდება"

მთავრობა გვაიმედებს, რომ პენსია საქართველოში ეტაპობრივად გაიზრდება. პირველი ეტაპი - მომავალი წლის 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და პენსია 10 ლარით მოიმატებს.

"ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით, სოციალური დახმარების ნაირსახეობაა და არა - პენსია" - თქვა ჟურნალ "გზასთან" საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ, რომელსაც ამ მტკივნეულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ბატონო ლევან, ბევრს ეგონა, რომ პენსიები 1-ლი იანვრიდან გაიზრდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში საპენსიო ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა მხოლოდ 35 მილიონით იზრდება, ბუნებრივია, ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში ვერ გაზრდიდა პენსიას. ეს თანხა ანუ 35 მილიონი მხოლოდ 3-4 თვის საპენსიო უზრუნველყოფას ეყოფა. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომ პენსიის ზრდა 2015 წლის დასაწყისიდანვე მოხერხდებოდა, არ გამართლდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო და ვერ შეასრულა დანაპირები, რომელსაც იძლეოდა. დაპირება, რომ პენსია რეალური საარსებო მინიმუმის ტოლი გახდებოდა, მხოლოდ ფორმალურად შესრულდა.

- პენსია მხოლოდ 10 ლარით იზრდება, რაც ასევე უკმაყოფილებას იწვევს.

- ეს არის მინიმუმი, რაც შეძლო ხელისუფლებამ 2015 წლის ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ: 2015 წელს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 6%-ს მიაღწევს. თუ მარტივ არითმეტიკას მოვიშველიებთ, გამოდის, რომ 150 ლარის 6 პროცენტი არის 9 ლარი, გამოდის, რომ გაზრდილი პენსიის მსყიდველობითი უნარი მხოლოდ ერთი ლარით იმატებს ანუ რეალურად პენსია მხოლოდ 1 ლარით იზრდება, რადგან დანარჩენ 9 ლარს ინფლაცია "შეჭამს". ამიტომ, ეს არ არის რეალური ზრდა და ქვეყანაში მხოლოდ ინფლაციის შესაბამისი ზრდა განხორციელდება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია