რა ხდებოდა წუხელ, როდესაც საქართველოში ელექტროსისტემა პარალიზებული იყო - მწვავე გამოხმაურებები

რა ხდებოდა წუხელ, როდესაც საქართველოში ელექტროსისტემა პარალიზებული იყო - მწვავე გამოხმაურებები

წუხელ, 02 საათსა და 10 წუთზე, ავარიულად გამოირთო გარდაბნის თბოსადგური, რამაც გამოიწვია საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა.

ავარიიდან, დაახლოებით 10 წუთში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა დასავლეთ საქართველოს მომხმარებლებს, ხოლო დანარჩენ რეგიონებს ეტაპობრივად მიეწოდათ ელექტროენერგია. უკვე, 4 საათისთვის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიწოდებოდა ყველა მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით. ავარიის გამომწვევი მიზეზები კი ჯერჯერობით უცნობია.

ელექტროსისტემის პარალიზებამ ვნებათაღელვა გამოიწვია სოციალურ ქსლებში, სადაც ხალხის დამშვიდებას ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის პრესმდივანი ირაკლი გაფრინდაშვილი შეეცადა, რომელმაც გამოაქვეყნა ფოტო სადისპეჩერო ციფრული ფარიდან და ინტერნეტაუდიტორიას აუწყა, რომ ელექტრომომარაგების აღდგენით საქმიანობაში უშუალოდ მინისტრი კალაძე იღებდა მონაწილეობას.

"მინისტრი სადისპეჩერო ფარზეა, მიმდინარეობს ელ. ენერგის ეტაპობრივი აღდგენა.

მშვიდობაა:)", - დაწერა გაფრინდაშვილმა Facebook-ზე და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომომარაგება თბილისში დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა, Facebook-ზე ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ნეგატიური გამოხმაურება დაიწერა და ცხადია, უკმაყოფილოთა შორის სოციალურ ქსელში აქტიური ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგა ხაჩიძე ლიდერობდა.

"ისე, როგორც მახსოვს, "ვარდების რევოლუციამ" უშუქობაც დაამარცხა ერთ დროს ამ ქვეყანაში.

დაგავიწყდათ?...

მადლობა ბატონ ბიძინას, 11 წლის თავზე ამის შეხსენებისთვის", - დაწერა ხაჩიძემ.

მოგვიანებით ხაჩიძემ ამავე თემაზე ორი ფოტოპოსტი გამოაქვეყნა:

Facebook/გოგა ხაჩიძე:

ორივე აგერ ვართ და რა ვიცი...

თუ გინდათ მაინც მე მაგინეთ.

...

ნუ გეშინია შვილო, ეს არ ისვრის.

ამაში ნავთს ასხამენ და ანათებს.

Facebook/თამარ მირიანაშვილი, ბლოგერი, ფოტოგრაფი:

წუხელ თურმე შუქი ჩამქრალა, ბოდიში მეძინა მაგ დროს თორემ მეც გაგიზიარებდით ხუანის და მონიკას ლავსთორის და ასე ფხიზელი ვიდგებოდი ქვეყნის სადარაჯოზე , 90-იანების მოგონებებში წასული.

ყველაზე დიდი რეზონანსი კი ზაზა ზაზაევიჩის ფოტოშარჟს მოჰყვა წარწერით - "უკან, მომავლისკენ".

მოკლედ, ცხადია, საზოგადოება მტკივნეულად რეაგირებს ელექტროკოლაფსზე, რაც ოცდამეერთე საუკუნეში სრულიად ნორმალური რეაქციაა, მაგრამ ეს რეაქციები რომ ენერგეტიკის სამინისტროსთვის უსიამოვნოა, ამაზე ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის პრესმდივანის, ირაკლი გაფრინდაშვილის მიერ ახლახანს დაწერილი სტატუსიც მოწმობს. "ვინ გაიმარჯვა წუხელ აპოკალიფსური სტატუსების წერის კონკურსში?!", - წერს გაფრინდაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია